14 დეკემბერს მზის სრული დაბნელებაა – ასტროლოგის რჩევები და გაფრთხილება საზოგადოებას
ეს საინტერესოა - 00:25, 14 Dec, 2020     39341
14 დეკემბერს მზის სრული დაბნელებაა – ქართველი ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას სხვადასხვა რჩევებს აძლევს: "მზის დაბნელება
14 დეკემბერს, 20:13 წუთზე გვაქვს ამ წლის ბოლო, მზის სრული დაბნელება, რომელიც ხურავს ე.წ. დაბნელების დერეფანს, რაც მთვარის დაბნელებით, 30 ნოემბერს დაიწყო. მისი გავლენა შემდეგი წლის იანვრის შუა რიცხვებამდე იქნება შესამჩნევი.

ზოგადად, მზის დაბნელება ყოველთვის ახალმთვარეობის დროს გვაქვს და რაღაცის დასრულებას, ამოწურვას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი მზის დაბნელება მშვილდოსნის ნიშანში იქნება, როდესაც მზისა და სამხრეთ კვანძის შეერთება ხდება.

სამხრეთის კვანძი ესაა წარსულის, დასრულებული მისიის, წარსული პროექტების, წარსული ადამიანების, გადამუშავებული კარმის სიმბოლო და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში ქმედების და აქტიურობის პლანეტა მარსი საკმაოდ კარგ, ჰარმონიულ ასპექტს აკეთებს დაბნელების წერტილთან, ის გვაძლევს მიმართულებას, საშუალებას რაღაც სასიკეთოდ შევცვალოთ ჩვენს ცხოვრებაში, მით უფრო თუ ეს ეხება წარსულს, წარსულ სიტუაციებს და მარსიანული ენერგიების მეშვეობით, აქტიური და გაბედული ქმედებებით დავასრულოთ წარსულიდან გადმოყოლილი გადაუჭრელი პრობლემები. ეს შესაძლოა იყოს ასევე ჩვენი შიშები, მავნე ჩვევები, ტოქსიკური ურთიერთობები და სხვა. და რათა ეს ყველაფერი კიდევ დიდი ხნით და შემდეგ წელშიც თან არ ვათრიოთ, სწორედ ახლა გვეძლევა საშუალება წერტილი დავუსვათ ამ დრომოჭმულ, დამამძიმებელ თემებს და საბოლოოდ გავთავისუფლდეთ.
მარსის ჰარმონიული ასპექტი გვაძლევს ჩანაფიქრის რეალიზების საშუალებას, ქმედების უნარს და ძალას, რაც ჩვენდა სასიკეთოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ ახალი ეტაპის დასაწყებად.

ისევე როგორც მთვარის დაბნელება, მზის დაბნელებაც ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შეუმჩნევლად გაივლის, მით უფრო თუ დაბნელების წერტილი არ ქმნის მნიშვნელოვან ასპექტს ადამიანის რუკაში განთავსებულ პირად პლანეტებთან.

მთლიანობაში, ეს არ არის მძიმე მზის დაბნელება. ის საყურადღებოა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც მშვილდოსნის ზონაში აქვთ მნიშვნელოვანი პლანეტები - მზე, მთვარე ან კარმული კვანძები და მით უფრო მათთვის, ვისაც 12.12-16.12 პერიოდში აქვთ დაბადების დღე.

ეს არ ნიშნავს მაინც და მაინც უარყოფითს, უბრალოდ, მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება მათთან მოსალოდნელი იმ სახლებსა და პლანეტების სფეროებში, სადაც ხდება დაბნელების წერტილის შეერთება მოცემულ პლანეტასთან, თუმცა, როგორც იცით, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურ, რუკის მონაცემებზე და მთლინად რუკის პოტენციალზეა მაინც დამოკიდებული.

ტრადიციულად, დაბნელების დღეებში (12.12-16.12) - არ დაიწყოთ არაფერი მნიშვნელოვანი, დაკავდით მიმდინარე საქმეებით
ყურადღება და სიფხიზლე გამოიჩინეთ გზებზე გადაადგილებისას
უარი ვთქვით სპონტანურ მოქმედებებზე, აგრესიაზე, მოერიდეთ კონფლიქტებს, გამოიჩინეთ თავშეკავება, ნუ წამოეგებით პროვოცირებებს სხვათა მხრიდან
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებების მქონე პირებმა მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები, აკონტროლეთ არტერიული წნევა. ბევრს შესაძლოა თავბრუსხვევა, თავის ტკივილები, შაკიკი გაუმძაფრდეს. არ გადატვირთოთ ღვიძლი

გასათვალისწინებელია, რომ 14 დეკემბერს დაბნელების წერტილი ქმნის განშლად, თუმცა მაინც კვადრატულ ასპექტს ილუზიების, მოტყუების, ბუნდოვანების შემქმნელ პლანეტა ნეპტუნთან, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს წამლებთან, სითხეებთან და სხვა, ნეპტუნის პატრონაჟის მქონე სფეროებთან - სასმელი, ნარკოტიკები, ფობიები, აპათია. სწორედ ამ დროს გვმართებს გამოვიჩინოთ უნარი, გავფილტროთ მიღებული ინფორმაცია და დავრჩეთ რაციონალიზმის ჩარჩოში! არ მივცეთ საკუთარ შიშებსა და ფანტაზიებს უფლება მთლიანად მოგვიცვას, აგვირიოს ფსიქიკა და სასოწარკვეთაში, შიშში გვამყოფოს

და რაც მთავარია, მიუხედავად ყველაფრისა, შეინარჩუნეთ პოზიტივი!.. იყავით იმედიანად! წინ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გველის - ე.წ. დიდებული კონიუქცია, იუპიტერისა და სატურნის შეერთება, რომელიც სულ რამდენიმე დღეში, 21 დეკემბერს ხდება მერწყულის ნიშანში, რაც მომდევნო 20 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს, ამიტომ, ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას სწორედ ამაღლებული ვიბრაციებით, ძლიერი, პოზიტიური განწყობით, მხნედ უნდა შევხვდეთ! ამ ეტაპზე სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი!", – აცხადებს ასტროლოგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42