მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ემიგრანტებს მოუწოდებს, გაკეთდეს ფონდი, რომლის საშუალებითაც საქართველოში გაჭირვებულ ხალხს დაეხმარებიან. ნინი თავად მრავალი წელია, აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს.
„მეგობრებო, ყველამ ვიცით, რა მძიმე მდგომარეობაა დღეს მსოფლიოში დ სრულიად საქართველოში. ხალხს შია, წამალი არ აქვთ, არც ანალგინი, არც პარაცეტამოლი, პურის ფულიც არ აქვთ. მოდი, რამე ფონდი გავაკეთოთ. შემოწირულობა და გავაგზავნოთ. ნებისმიერი სახის შემოწირულობა მისაღებია, რა თქმა უნდა რაიმე მიზერული თანხაც. გავხსნი ანგარიშს და იქ შევაგროვოთ და გავგზავნოთ. მე მაქვს წამლები, ბევრი ტანსაცმელი, ჩემიც და ბავშვისაც. ასევე წამლები შემიძლია გავგზავნო. გეხვეწებით, შემომიერთდით და გადავარჩინოთ ერთმანეთი. ამ ძალიან მძიმე დროს მხოლოდ ერთად დგომა თუ გადაგვარჩენს“. - წერს ნინი.
მასალის გამოყენების პირობები