ამ ეტაპისთვის სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა "შავი პარასკევის" შედეგები ჯერ არ დამდგარა და ის წინ გვაქვს - ტიკარაძე
COVID-19 - 13:41, 10 Dec, 2020     1226
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ პანდემიურ მდგომარეობასა და შეზღუდვების მოხსნის შესახებ ისაუბრა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, "შავი პარასკევის" შედეგები ჯერ არ დამდგარა და ყველაფერი წინ არის, თუმცა, ამ ეტაპზე, ინფექციის გავრცელების კუთხით სტაბილურობა შეინიშნება:

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის გვაქვს სტაბილური მაჩვენებელი, ინფიცირებულთა რიცხვი 4500-ს არ აღემატება. ეს არის 1 კვირის მანძილზე რასაც ჩვენ ვაკვირდებით.

ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებული „შავი პარასკევის“ ეფექტი, რომელიც იცით თუ რეალურად რამდენად დრამატულად იყო ასახული, ამის შედეგებს ჩვენ ჯერ კიდევ მოვიმკით. აქედან გამომდინარე, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება შეზღუდვების მოხსნა, ვინაიდან ჯერჯერობით ვსაჭიროებთ იმას, რომ ეპიდემიოლოგებმა გაანალიზონ ის მომდევნო ტალღა, რომელიც შესაძლოა მოსალოდნელი იყოს ჯერ კიდევ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი 24 დეკემბრიდან კვლავ ძალაში დარჩეს კორონავირუსისი პანდემიის გამო, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს რომ გადაწყვეტილებების მიღება სპონტანურად არ ხდება, მას მსჯელობა და ეპიდსიტაუციის გაანალიზება სჭირდება.

„ჩვენ ვმსჯელობთ, ამას რიცხვები გვიჩვენებენ. ჩვენ გადაწყვეტილებებს სპონტანურად არ ვიღებთ, დინამიკას ვაკვირდებით, თუ როგორია ინფექციის მატება, ასევე ლეტალობის შემთხვევები, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კლინიკების გადატვირთულობა, რომ მათაც მიეცეთ საშუალება ყველა პაციენტს შესაბამისად მისცენ ხარისხიანი მომსახურება, ამ ყველაფრის ჯამურად გაანალიზებისას მივიღებთ ერთობლივ გადაწვეტილებას“ - განაცხადა ტიკარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42