სიჭინავამ კორონავირუსის სტატისტიკასა და ინფიცირებულების რეგიონების მიხედვით გადანაწილებაზე დეტალური ანგარიში წარადგინა:
“ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 178 953-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 148 332-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 657 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 2 067 შემთხვევა, აჭარა - 331, იმერეთი - 708, ქვემო ქართლი - 352, შიდა ქართლი - 214, გურია - 72, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 325, კახეთი - 272, მცხეთა-მთიანეთი - 133, სამცხე-ჯავახეთი - 75, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 938, საიდანაც, 6 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 017, აჭარაში-991, იმერეთში - 1 357. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, თბილისში - 515, აჭარაში -155, იმერეთში - 259. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, მათგან თბილისში - 205, აჭარაში - 54, იმერეთში - 77.
3 524 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის, 1 144 - თბილისში, 1 715 - აჭარაში, 370 - იმერეთში. 18 496 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 019 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-299, აჭარაში - 138, ხოლო იმერეთში - 28.
სულ 6 ოქტომბრიდან - 9 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 139 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 724 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 817 პირი, აჭარაში - 10 336, იმერეთში - 5 647“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მასალის გამოყენების პირობები






