ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ სოციალურ ქსელში სახალისო სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ერთ-ერთ სუპერმარკეტის სასაჩუქრე ქულებს მუდმივად აგროვებდა. დასახულ მიზნამდე მისვლის შემდეგ კი, ამ ქულებით ნახევარი კილოგრამი შვრიის ფანტელი მოუვიდა.
ამის შემდეგ, ლიკლიკაძემ მკიდევ ერთი პოსტი დაწერა:
„მაღალი, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მოლაპარაკებები ჩემსა და ერთ- ერთ მაღაზიათა ქსელს შორის ჩიხში შევიდა. პრაქტიკულად არანაირ დათმობაზე არ მოდიან. არადა ჩემი მოთხონები არის გონივრულად მოზომილი:
1. შვრიის ფანტელი ჩანაცვლდეს 400 გრამიანი მაიონეზით ან ზეთით.
2. დამამცირებელი მოპყრობის გამო დამემატოს 200 გრამიანი კარაქი.
3. ის შვრიის ფანტელი ერთ კილომდე მაინც შეგეთავებინათ.
4. და ბოლოს, თუ მოთხოვნები არ შესრულდება თქვენი ბრენდირებული მაღაზიის წინ თავს დავიწვავ. მადლიერ საზოგადოებას კი ვთხოვ ჩემი ფერფლი ( ნახევარ კილო შვრიის ფანტელთან ერთად ) ქუთაისის ქუჩებში მიმოფანტონ“- წერს ლიკლიკაძე.
მასალის გამოყენების პირობები