"თავშესაფარში ინფიცირების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი , 49 ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა" - EMC
COVID-19 - 14:07, 09 Dec, 2020     849

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ( EMC ) ინფორმაციით, ე.წ. ლილოს თავშესაფარში 81 ბენეფიციარიდან 49-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, აქედან 12-14 შემთხვევა მიმდინარეა. ინფიცირებულთა ნაწილი საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო ნაწილი თავშესაფარში, იზოლაციაში იმყოფება.

"თავშესაფარში ინფიცირების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი კიდევ უფრო შემაშფოთებელია სერვისის შინაარსისა და მისი დანიშნულების გათვალისწინებით. ლილოს თავშესაფარი ყველაზე დაუცველი, თავშესაფრის არმქონე ადამიანებისათვის არის განკუთვნილი, რომელთაც მათი ცხოვრების მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჰქონდეთ ჯანმრთელობის პრობლემები ან ქრონიკული დაავადებები, რაც მათ უკიდურესად მოწყვლადად აქცევს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში. ამასთან, თავშესაფრის ინფრასტრუქტურული მოწყობა, მაცხოვრებლებს არ აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ ინდივიდუალური სივრცე (ოთახი) და ისარგებლონ პირადი სველი წერტილებითა თუ სასადილო სივრცით, რაც ზრდის ვირუსის გავრცელების რისკებს", - ვკითულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტს და თავშეფასრის ადმინისტრაციას, რომ გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ინფიცირებული პირებისათვის ჯანდაცვის სერვისებზე დროული წვდომის უზრუნველყოფისთვის. მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, საფრთხე შეიძლება შეექმნას არა მხოლოდ სერვისის ბენეფიციართა უსაფრთხოებას, არამედ შეუძლებელი გახდეს ქუჩაში მცხოვრები, მიუსაფარი ადამიანების გადაყვანა მუნიციპალიტეტის ერთადერთ თავშესაფარში.

ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტს და თავშესაფრის ადმინისტრაციას:

  • მიიღონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა თავშესაფარში ინფიცირების შემთხვევების პრევენციის მიზნით, მათ შორის, მკაცრი ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის, ინტენსიური ტესტირების, ინფიცირებულებისა და მათი კონტაქტების სრული იზოლაციის, მეშვეობით;
  • გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ინფიცირებული პირებისათვის ჯანდაცვის სერვისებზე დროული წვდომის უზრუნველყოფისთვის;
  • მიიღონ ყველა ზომა რათა არ შეფერხდეს ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი პირებისათვის თავშესაფრით ან სხვა ალტერნატიული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პანდემიისა და ზამთრის გათვალისწინებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42