დედამიწაზე არსებული რეალობის პირობებში, როცა ათასობით ადამიანს სახლიდან, დისტანციურად მუშაობა უწევს, საჭიროა სხვადასხვა მოტივაციები იმისთვის, რომ ფსიქოლოგიურად ამას გავუძლოთ.
ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომელიც ენერგიულად ყოფნაში დაგეხმარებათ:
ჩაიცვით ისე, როგორც სამსახურში წასვლისას იცვამდით
საღამურით მუშაობა შესაძლოა სასიამოვნო და უჩვეულო მოგეჩვენოთ, მაგრამ არ ღირს ასე მოქცევა. საღამურები მოდუნებას უწყობს ხელს, სპორტული სამოსიც იმავეს აკეთებს. ისინი გაიძულებენ იფიქროთ, რომ უნდა შეწვეთ ლოგინში და დაიძინოთ. ამის მაგივრად, რეკომენდებულია ჩაიცვათ ისე, თითქოს გარეთ უნდა გახვიდეთ და ოფისში მიხვიდეთ.
თუ სამუშაო ფორმა მიიღებთ, ესთეტიურად ჩაიცვამთ, გაიკეთებთ ვარცხნილობას, მარტივად შეხვალთ სამუშაო რეჟიმში და შეინარჩუნებთ მოტივაციას.
სამუშაო მაგიდასთან ახლოს დაიდგით სხვადასხვა მცენარეები
ბუნების ნაწილი სახლში საშუალებას მოგვცემს ვიყოთ უფრო კრეატიულები და ასევე მშვიდი ნერვული სისტემის პატრონები. მათი ყურება გაცილებით სასიამოვნოა და ისინი სასიამოვნო სამუშაო გარემოს ქმნიან.
სამუშაო გარემო მუდამ სუფთა გქონდეთ და ყურადღება არაფერზე გადაიტანოთ
იფიქრეთ იმაზე, რომ გაკეთებული სამსახურისთვის ისევ ისე იღებთ ანაზღაურებას როგორც წარსულში და ამ შემთხვევაში არ აქვს ტქვენს ფიზიკურ მდებარეობას დიდი მნიშვნელობა. სამსახურში სამუშაო მაგიდასთან არავინ ჭამს, ხშირად რიგ ოფისებში ყავის დალევაც კი იკრძალება, ამიტომ არც თქვენ მიირთვათ საჭმელი კომპიუტერთან, თუ ასე მოიქცევით გაურეცხავი ჭურჭელი იქვე არ დაიდოთ და უფრო უარესი, მოგვიანებით უფრო მეტი არ შემატოთ, ეს თქვენ ყურადღებასაც გაგიფანტავთ და არც სრულფასოვანი მუშაობისთვის შესაბამისი გარემო არ გექნებათ.
შეისვენეთ
ის ფაქტი, რომ ტქვენ სახლიდან მუშაობთ არ ნიშნავს იმას, რომ შესვენება არ გჭირდებათ და ეკრანს უნდა იყოთ მიჯაჭვული. შესვენებისთვის განკუთვნილი კონკრეტული დრო ისევე უნდა გამოყოთ,როგორც ამას ოფისში სიარულისას აკეთებდით. მაგრამ დარწმუნდით, რომ შესვენების საათი ზედმეტად გრძელი არ გამოდგეს.
მასალის გამოყენების პირობები






