"თავიდან არ მჯეროდა, მეთქი, რა კორონა, რის კორონა? მაგრამ, დედა მიტირა... სულიერ სიმშილს ვგრძნობ" - ზალიკო სულაკაურის კოვიდისტორია
სოც.მედია - 13:52, 09 Dec, 2020     1275

მხატვარმა ზალიკო სულაკაურმა და მისმა ოჯახმა კორონავირუსი უკვე დაამარცხეს.

მისი თქმით, “ზალიკოს ცენტრის” დახურვამ, ისე დათრგუნა, რომ მთელი პანდემიის პერიოდში არაფერი დაუხატავს და სულიერ შიმშილს განიცდის.

"თავიდან არ მჯეროდა, მეთქი, რა კორონა, რის კორონა? და დადებითიო! ცხოვრებაში არაფერი დადებითი არ გაქვს და ერთი დადებითი აღმოგაჩნდა და იმის თქმაც გიტყდებაო, ცოლი ასე ხუმროდა.

ჭირს რომ მოიშორებ და რაღაც დადებითის დასაწყისი რომ გგონია, ასე ვარ ახლა. თავიდან წარმოგიდგენია, რომ აუცილებლად მიწასთან უნდა გაგასწოროს, მაგრამ ასე არ არის. რამდენიმე დღე ყნოსვის შეგრძნებას რომ დაკარგავ, საზიზღარი შეგრძნებაა. გემოს შედარებით ვგრძნობდი, მაგრამ მთლად ბოლომდე ვერა. ჯანმრთელად რომ ხარ და საჭმელს გემოს ატან, ასე ვერ ვჭამდი. ყნოსვა საერთოდ ნულზე მქონდა.

სხეულში ძალიან ცუდი შეგრძნება დამეუფლა. სურდო რომ გაქვს, მაგრამ ძალიან ცუდად რომ ხარ… ხელის მიკარებაც ცუდ შეგრძნებას მიტოვებდა. თითქოს მთელი სხეული მეღუტუნებოდა.

წყლით ვიჭყიპებოდი. თან რომ არ გწყურია და სვამ! ვბერე ბუშტები. ბავშვებს ვუბერავდი. კიდევ კარგი, ჩემი გოგოები მყავს…

სვანმა რომ თქვა, რა ცუდი ბავშვობა მქონდა, არც კორონა იყო, ერთი ბუშტი გვქონდა და ისიც შარდისო. არ იცოდა, რომ შარდის ბუშტის გარდა, ნაღვლის ბუშტიც ჰქონდა, თორემ უფრო ბედნიერი ბავშვობა ექნებოდა.

ასე იუმორით, დადებითად უნდა შევხვდეთ განსაცდელს, განწყობით. ფსიქოლოგიურად მაგრად უნდა დაუხვდე, დედას ვუტირებო, უნდა თქვა. ასე თუ მიუდგები, ონკოლოგიურ დაავადებასაც მოერევი.

ადვილად გადავიტანე, აი, ჩემი მამაო შეერთებულია აპარატზე, ფილტვები აქვს გათიშული. ჩემი მეგობრის მამაა. ძალიან ინდივიდუალურია. სამწუხაროდ, სიკვდილითაც სრულდება.

ეს რა ჭირი გვეტაკა, რა!

მთელი ეს ერთი წელი, რაც კორონაა, არაფერი ნაყოფიერი არ დამიხატავს. სულიერი დეპრესია ჰქვია ამას. დედა მიტირა. არაფერი მნიშვნელოვანი არ შემიქმნია. ზეთში არაფერი დამიხატავს. უნდა გამოვჯობინდე. ხვალ უნდა ჩავუჯდე, აუცილებლად უნდა ვხატო. გპირდებით, რომ რაღაც უნდა გამოვაცხო. თუ გამოვაცხე, ჩათვალეთ, რომ კორონა გადაგორებულია",- ამბობს ზალიკო "პრაიმამბებთან".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42