კომპანიებს, რომელთათვისაც დასაქმებულთა უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა სავალდებულოა, ალდაგი სპეციალურად მათზე მორგებულ პორტალს სთავაზობს. pa.aldagi.ge საშუალებას მისცემს კომპანიებს, დამოუკიდებლად მართონ თანამშრომელთა დაზღვევის პროცესი და განახორციელონ პოლისებისთვის საჭირო ყველა ოპერაცია.
პლატფორმა pa.aldagi.ge მოქნილი სქემაა, რომლითაც კომპანიები შეძლებენ ალდაგთან კონტაქტის გარეშე, ონლაინ შექმნან თანამშრომელთა სადაზღვევო პოლისები, შეამოწმონ გადახდის გრაფიკი ან პრემია, დააგენერირონ ჯამური რეპორტი დაზღვეულების შესახებ, ნახონ ინვოისები გაუქმებული პოლისებისთვის, მიიღონ ინფორმაცია თავად პროდუქტზე და ა.შ..
პლატფორმის მიზანია იმ კომპანიებს, რომლებსაც კანონით უწევთ სავალდებულო დაზღვევის შეძენა თანამშრომლებისთვის, გაუმარტივოს პოლისების მართვა.
უბედური შემთხვევისგან დაზღვევა უბედური შემთხვევის შედეგად ადამიანის გარდაცვალების ან შრომისუუნაროდ დარჩენის შემთხვევაში, თანხის ანაზღაურებას გულისხმობს. საქართველოში არსებული რეგულაციით, მსგავსი დაზღვევით უნდა სარგებლობდეს ყველა თანამშრომელი, რომელიც მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაოებს ასრულებს. კანონი ეხება ყველა დამსაქმებელს, რომელსაც მინიჭებული აქვს მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოს შემსრულებლის სტატუსი.
მასალის გამოყენების პირობები