"დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო, არ მოიწყინოთ, ჩვენ მალე ისევ ერთად ვიქნებით“ – რას წერდა ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე თანამშრომლებს გარდაცვალებამდე
სოც.მედია - 13:25, 09 Dec, 2020     2410

ლუტეცია ჯგუფის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა.

როგორც თანამშომლები წერენ, ის გამოირჩეოდა სითბოთი და ადამიანობით. მათი თქმით, როდესაც კორონავირუსს მთელი მსოფლიო ებრძოდა და საქართველოში ლოკდაუნი გამოცხადდა, არცერთ თანამშრომელს სამსახური არ დაუკარგავს და ისინი ხელფასსაც იღებდნენ.

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი თანამშრომელი აქვეყნებს მის მიერ დაწერილ წერილს, სადაც ის თანამშრომლებს ამხნევებს.

„დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო, არ მოიწყინოთ, ჩვენ მალე ისევ ერთად ვიქნებით, შევუდგებით საყვარელ საქმეს კიდევ მეტი ენთუზიაზმითა და რაც მთავარია მეტი სიყვარულით ერთმანეთის მიმართ. ეს დრო კი ოჯახს დაუთმოთ და იმ ადამიანებს ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდებით.

თორემ სხვაგვარად ჩვენ მათთვის ვერ ვიცლით. მრავალი კეთილი და სიყვარულით სავსე დღე გველოდება წინ!

გახსენით გულები და ნუ მოგერიდებათ სრულად გამოაჩინოთ თქვენი მთავარი გრძნობა, სიყვარული. მე თქვენ მიყვარხართ.

მე ვხედავ, რომ ახალი ერა იწყება. კორონავირუსი ეს შედეგია იმ ცხოვრების სტილისა რაც ადამიანებმა აირჩიეს. ესაა ტექნოლოგიების შედეგიც, ის რომ ადამიანი გახდა რობოტი. ახლა კი დროა მუხრუჭები ამოვწიოთ, დავფიქრდეთ, გულებიდან ამოვძირკვოთ სიძულვილი, შური და ბოღმა. გავთავისუფლდეთ ამ საშინელი ვირუსისგან და გამოვიყენოთ მთავარი ვაქცინა სიყვარული გვერდით დგომისა და სოფელიც აშენდება“,- წერდა ვახტანგ ფხაკაძე თანამშრომლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42