ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას აქვეყნებს. როგორც ის წერს, ერთ-ერთ სუპერმარკეტის სასაჩუქრე ქულებს მუდმივად აგროვებდა. დასახულ მიზნამდე მისვლის შემდეგ კი, ამ ქულებით ნახევარი კილოგრამი შვრიის ფანტელი მოუვიდა.
ლიკლიკაძე „პრიზით“ უკმაყოფილოა და კონკრეტული ქსელური მარკეტისგან მოლაპარაკეკბებს ელოდება.
„დამამცირეს!
თითქმის ერთი წელია ქულებს ვაგროვებ ერთ-ერთი მაღაზიის ბარათით. როგორც იქნა ავედი ნანატრ ათას ქულაზე და იცით რა მოვიგე? ნახევარი კილო შვრიის ფაფის ფანტელი.
ახლა გული მხოლოდ იმაზე მწყდება, ორი თვის უკან რომ დავესხი ახალგაზრდა მოლარე გოგონას, რომელსაც დაავიწყდა ჩემი ბარათის გატარება და ორი ქულა გამექვითა.
შვრიის ფანტელი ჯერ არ ამიღია. ამ დრომდე ველოდები კომპანიის მხრიდან მოლაპარაკებებს. ოპოზიცია შეიძლება გატეხოთ და პარლამენტში შეიყვანოთ, ჩემი გადმობირება კი გაგიჭირდებათ... ნუ ნახევარ კილო შვრიაზე ნამდვილად არ გავიყიდები“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
მასალის გამოყენების პირობები