როდის და რომელ ვაქცინას შემოიტანენ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ - ვინ შეძლებს მისით სარგებლობას
COVID-19 - 10:35, 09 Dec, 2020     2238

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისევე როგპრც მსოფლიოში კო­ვი­დის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნას ელოდებიან.

ცნობილია, სავარაუდო თარიღიც, როცა ჩვენი ქვეყანა ვაქცინას მი­იღე­ბს.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბი­თი დროა მარ­ტი-აპ­რი­ლის თვე­ე­ბი.

მისივე თქმით, ქვე­ყა­ნას 700 ათა­სი ადა­მი­ა­ნის ასაც­რე­ლად სა­ჭი­რო 1 400 ათა­სი დოზა ვაქ­ცი­ნის შე­ძე­ნა ჯამ­ში 17 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უჯ­დე­ბა.

ამ ეტაპზე ცნო­ბი­ლი არ არის, რო­მელ ვაქ­ცი­ნა­ზე შე­ა­ჩე­რებს არ­ჩე­ვანს სა­ქარ­თვე­ლო, თუმ­ცა სამი შე­საძ­ლო სცე­ნა­რი მზად­დე­ბა:

"ჩვენ უკვე წი­ნას­წა­რი შე­ნა­ტა­ნი 4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით გა­და­რი­ცხუ­ლი გვაქვს, სულ ჯდე­ბა 17 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი 700 ათა­სი ადა­მი­ა­ნის ანუ მო­სახ­ლე­ო­ბის 20%-ის აცრა, ვყი­დუ­ლობთ 1 400 ათას დო­ზას კო­ვაქს პლატ­ფორ­მით. ჩვენ არ ვი­ცით ჯერ, რო­მელს შე­ვის­ყი­დით ამ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი­დან. რო­გორც ჩვენ ვი­ცით და გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია კო­ვაქ­სი შე­ის­ყი­დის, და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 ვაქ­ცი­ნას და ჩვენ ისე­თი კონ­ტრაქ­ტით გვაქვს ფული გა­დახ­დი­ლი, რომ ამ 4-5-დან შეგ­ვიძ­ლია ავარ­ჩი­ოთ, რო­მე­ლი შე­მო­ვი­ტა­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. შე­მო­ტა­ნის დრო, დიდი ალ­ბა­თო­ბით, უნდა იყოს, სა­დღაც მარ­ტი-აპ­რი­ლის თვე­ე­ბი. ჩვენ ახლა ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ და­ნერგვის გეგ­მა­ზე და სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით მუ­შავ­დე­ბა სამი სცე­ნა­რი, რომ ცივი ჯაჭ­ვი­სა და აც­რის პრო­ცე­დუ­რა ქვე­ყა­ნა­ში აწყო­ბი­ლი იყოს,“- გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ და იქვე დასძინა, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს პა­რა­ლე­ლუ­რი პრო­ცე­სი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სამ­თავ­რო­ბო არ­ხე­ბით, რომ მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბი­სა და მათ შო­რის, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ერთ-ერთი ვაქ­ცი­ნა შე­მო­ტა­ნი­ლი იქ­ნეს ქვე­ყა­ნა­ში უფრო ადრე, იან­ვრის ბო­ლოს, ან თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში.

"სა­უ­ბა­რია 200 000- დან 300 000 დო­ზა­ზე, რათა, რაც შე­იძ­ლე­ბა ად­რე­ულ ეტაპ­ზე, და­ი­წყოს ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცია ანუ ეს არის პრო­ცე­სი, რომ­ლი­თაც ჩვენ, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-დან 30%-მდე უნდა მო­ვიც­ვათ მო­სახ­ლე­ო­ბა წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, შე­მოდ­გო­მამ­დე და შემ­დეგ, რა თქმა უნდა, კი­დევ გავ­ზარ­დოთ. იმის­თვის, რომ მი­ვი­ღოთ კო­ლექ­ტი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, გვჭირ­დე­ბა, რომ იყოს აც­რი­ლი მი­ნი­მუმ 50-დან 60%-მდე მო­სახ­ლე­ო­ბის. პირ­ველ ეტაპ­ზე, აიც­რე­ბი­ან რისკ ჯგუ­ფე­ბი. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ამ რის­კჯ­გუ­ფებ­ში იქ­ნე­ბი­ან ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, ასე­ვე მო­ხუც­თა სახ­ლე­ბი, ხან­დაზ­მუ­ლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით, სხვა რის­კჯ­გუ­ფე­ბიც, ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს ამა­ზე მუ­შა­ო­ბა და ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა თუ ვინ აიც­რე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42