"ქრისტე თავადაც წინასწარმეტყველებს სამყაროს დასასრულის შესახებ" - რას წერს დეკანოზი "აპოკალისფურ" ფეიკ-ნიუსებზე
სოც.მედია - 00:03, 09 Dec, 2020     1626

დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე სოციალურ ქსელში ეხ­მა­უ­რე­ბა "აპო­კა­პიფ­სურ" ფეიკ-ნი­უ­სებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მე­ბი­სა და სოც ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა:

"სა­ში­ნე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხანს გახ­და ცნო­ბი­ლი" ან "ათო­ნე­ლი ბე­რის სა­ში­ნე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა" ან კი­დევ "უხუ­ცე­სი ბე­რის სა­ი­დუმ­ლო წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა იმა­ზე, თუ რა მოხ­დე­ბა მალე" და ბევ­რი ამ­გვა­რი. რამ­დენ­ჯერ წა­წყდო­მი­ხართ ინ­ტერ­ნეტ­ში ასეთ ფსევ­დო-ქრის­ტი­ა­ნულ ჩა­ნა­წე­რებს. ძი­რი­თა­დად სა­ხე­ლიც კი არაა ხოლ­მე ნახ­სე­ნე­ბი ამ "უხუ­ცე­სი, იდუ­მა­ლი ბე­რის" თუ "დიდი წმინ­და­ნის", მაგ­რამ, გუ­ლუბ­რყვი­ლო ქრის­ტი­ა­ნი ხალ­ხი ამას კი­თხუ­ლობს, იჯე­რებს და არე­უ­ლი აქვს გზა-კვა­ლი.

ქრის­ტი­ა­ნებ­მა უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ძველ აღ­თქმა­ში რჩე­ულ ერს ჰყავ­და სამი ცხე­ბუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა (ცხე­ბუ­ლი ნიშ­ნავს ღვთი­სა­გან ანუ სუ­ლიწ­მინ­დის­გან ცხე­ბულს): მღვდლე­ბი, წი­ნას­წარ­მე­ტყველ­ნი და მე­ფე­ნი. ამათ­ში ცხად­დე­ბო­და ღვთის ძალა და ნება. მაგ­რამ, არ­ცერთ კაცს ის­რა­ელ­ში არ შე­ეძ­ლო სა­მი­ვე ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჰქო­ნო­და ერ­თად. მხო­ლოდ მე­სი­ა­ში ანუ იესო ქრის­ტე­ში შე­ერ­თდა ეს სა­მი­ვე - მღვდე­ლიც, მე­ფეც და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლიც. სა­ხა­რე­ბა­ში ქრის­ტე თა­ვა­დაც წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს მისი მე­ო­რედ მოს­ვლის წინა პე­რი­ო­დის, თა­ვად მე­ო­რედ მოს­ვლის და ამ სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ (იხ. მთ. 24, მკ. 13, ლკ. 21).

გარ­და ამი­სა, ამაღ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ, კუნ­ძულ პატ­მოს­ზე ქრის­ტე გა­მო­ე­ცხა­და მო­ცი­ქულ იო­ა­ნეს და გა­ნუ­ცხა­და ყვე­ლა­ფე­რი ხი­ლუ­ლი სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ. ესაა ბიბ­ლი­ის ბოლო წიგ­ნი - აპო­კა­ლიფ­სი ანუ იო­ა­ნეს გა­მო­ცხა­დე­ბა. ეს წიგ­ნი ას­რუ­ლებს წმინ­და წე­რილს. ამ წიგ­ნის შემ­დეგ აღარ არ­სე­ბობს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა.

ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვა "აპო­კა­ლიფ­სი" ნიშ­ნავს სა­ბურ­ვე­ლის გა­დახ­დას და ამ ბოლო წიგნ­ში უფალ­მა სა­ბურ­ვე­ლი გა­და­ხა­და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ყვე­ლა სა­ჭი­რო ცოდ­ნას ამ ქვეყ­ნის და­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ და რაც სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლო იყო ჩვენ­თვის, კი­დე­ვაც და­ი­წე­რა იო­ა­ნეს მიერ. იო­ა­ნე ასე ამ­თავ­რებს ამ გა­მო­ცხა­დე­ბის წიგნს და შე­სა­ბა­მი­სად მთელ ბიბ­ლი­ა­საც და ესაა გაფრ­თხი­ლე­ბაც ჩვენ­თვის: "თუ ვინ­მე რა­მეს და­ურ­თავს მათ (ამ წიგ­ნის სი­ტყვებს), ღმერ­თი და­ურ­თავს მას წყლუ­ლებს, რომ­ლე­ბიც წე­რია ამ წიგნ­ში. ხოლო თუ ვინ­მე რა­მეს მო­აკ­ლებს ამ წიგ­ნის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის სი­ტყვებს, ღმერ­თი მო­აკ­ლებს მას წილს სი­ცო­ცხლის ხი­დან, წმი­და ქა­ლა­ქი­დან და იქი­დან, რაც ჩა­წე­რი­ლია ამ წიგნ­ში." (გამ. 22, 18-19)

ყურს ნუ ათხო­ვებთ "იდუ­მა­ლი უხუ­ცე­სი ბე­რე­ბის" და "უც­ნო­ბი წმინ­და­ნე­ბის" ზღაპ­რებს. ყვე­ლა­ფე­რი რისი ცოდ­ნაც სა­ჭი­რო და სუ­ლის­თვის სა­სარ­გებ­ლოა, სა­ბურ­ველ­გა­დახ­დი­ლია შვი­ლე­ბის­თვის და და­წე­რი­ლია ბიბ­ლი­ა­ში", - წერს დე­კა­ნო­ზი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42