ვითიბი, საკუთარ მომხმარებელს, ვიდეო ბანკით გახსნილ ვადიან და ზრდად ანაბარზე ლარში დამატებით 0,5 % -ით მეტს, ხოლო აშშ დოლარსა და ევროში 0,2 % - ით მეტ სარგებელს სთავაზობს. აქცია წლის ბოლომდე მოქმედებს და მასში მონაწილეობა ვითიბის ნებიმიერ მომხმარებელს შეუძლია.
ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლარში, დოლარში და ევროში. ვადიან ანაბარზე მაქსიმალური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 10,5% (ეფექტური 10%), ზრდად ანაბარზე 10,3% (ეფექტური 9,82%). ვადა 6 -დან 24 თვემდე.
ანაბარზე მეტი სარგებლის მისაღებად, საკმარისია ვიდეო ბანკის გამოყენებით დაუკავშირდეთ ოპერატორს, როგორც მობილური აპლიკაციების გამოყენებით iPhone-ებისთვის და Android-ებისთვის, ასევე კომპიუტერიდან მისამართზე - videobank.ge და ვითიბი ბანკის ფილიალებში განთავსებული ვედეობანკის ზონებიდან.
ვებ გვერდიდან - videobank.ge შესაძლებელია ვიდეობანკში დარეკვა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. უბრალოდ აირჩიეთ ღილაკი „დარეკვა“. ხოლო აპლიკაციებით სარეგებლობისას აუცილებელია ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელით და პაროლით შესვლა;
წლის ბოლომდე გახანგრძლივდა ვიდეობანკის მომსახურების დროები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 და შაბათს 10:00-18:00
მასალის გამოყენების პირობები