,,უნდა გავიჭირვოთ კიდევ რამდენიმე თვე... უდიდესი ალბათობით მომავალი წლიდან ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდებით" - ნანა გეგეჭკორი
COVID-19 - 11:55, 08 Dec, 2020     1389

ამერიკაში მოღვაწე ექიმმა ნანა გეგეჭკორმა პლატფორმა “კოვაიდერის” ლაივში განაცხადა, რომ უნდა გავიჭირვოთ კიდევ რამდენიმე თვე. მისი პროგნოზით, უდიდესი ალბათობით მომავალი წლიდან ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდებით.


საბედნიეროდ საქართველოს აქვს ბედნიერება ისწავლოს სხვის გამოცდილებაზე და შეცდომებზე და აღარ გაიმეოროს ეს შეცდომები. ახლა ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ რომ ეს პერიოდი მინიმალური დანაკარგებით გავიაროთ.

მინდა გავაჟღერო ერთი სიახლის შესახებაც. ჩვენი დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან მივიღეთ წერილი, რომ 10 დეკემბრიდან “ფაიზერის” ვაქცინა ნებადართული გახდება აშშ-ში და ჩვენს ჰოსპიტალსაც მიეწოდება, რის შემდეგაც მსურველები აიცრებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე ვაქცინა უკვე დანარჩენი მსოფლიოსთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, ანუ უნდა გავიჭირვოთ კიდევ მხოლოდ რამდენიმე თვე. აუცილებლად ატარეთ ნიღბები, ის გიცავთ არამხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს გარშემომყოფებსაც. მოერიდეთ ერთმანეთთან სტუმრობას, კონტაქტს, დაიცავით დისტანცია და ატარეთ პირბადე. უდიდესი ალბათობით მომავალი წლიდან ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდებით, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

თუ ხართ ჯანმრთელი, არ გაქვთ არანაირი სიმპტომები, მაგრამ გაიგეთ, რომ პიროვნებას, ვისთანაც უშუალო კონტაქტი გქონდათ, კოვიდი დაუდასტურდა, ხართ ინფიცირებულის კონტაქტი. მნიშვნელოვანია თუ სად მოხდა კონტაქტი თქვენსა და ინფიცირებულ პიროვნებას შორის, რა დისტანციაზე და რამდენი ხანი გრძელდებოდა. 2 მეტრიანი დისტანცია ითვლება უსაფრთხო დისტანციად, თუმცა ეს დისტანცია უსაფრთხოდ ითვლება ღია სივრცეებში. როცა ადამიანი ყვირის, მღერის, ახველებს ან აცემინებს, ეს დისტანცია შეიძლება არ იყოს საკმარისი. სივრცეში, სადაც კონდიცირებაა, კონტაქტი უფრო მაღალი რისკის შემცველია. კონდიცირებული ჰაერი უფრო მშრალია და სივრციდან დაავადებულის გასვლის შემდეგაც რამდენიმე საათი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი.

როცა ხართ ინფიცირებულის კონტაქტი, გადადიხართ თვითიზოლაციაში, რაშიც იგულისხმება ოჯახის წევრებისგან დისტანცირება. ათი დღის განმავლობაში უნდა იყოთ სრულ იზოლაციაში, ან ტესტი ჩაიტაროთ.

თუ აღმოჩნდა რომ ხართ დაავადებული, გაქვთ სიმპტომები ან გაიკეტეთ ტესტი და დაგიდასტურდათ კოვიდი – იზოლაციის წესი ვრცელდება უკვე ძალიან მკაცრად, დაავადების პირველივე სიმტომებიდან თქვენ ხართ ადვილად გადამდები, მით უმეტეს მაღალი ტემპერატურის პირობებში. ტესტირება ყოველთვის აუცილებელი არ არის. ამ დროისათვის ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ნებისმიერი სიმპტომის დროს უნდა მოიქცეთ ისე, თითქოს გაქვთ კორონავირუსი. რასაკვირველია ყველა სიმპტომი მასზე არ მიუთითებს, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამოდინარე თუ არ გაქვთ ტესტირების საშუალება, იგულისხმეთ, რომ გაქვთ კოვიდი. მთავარია, რომ იზოლირებით არცერთ ინფექციას არ გაავრცელებთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42