ფონიჭალაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - მოკლულია 40 წლის რასიმ ისაევი. ის საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისაევს ცეცხლი ავტომობილიდან გაუხსნეს. მამაკაცს 5 ტყვია მოხვდა, რის შემდეგაც ადგილზე გარდაიცვალა.
სასტიკი დანაშაულის მოტივად შურისძიება სახელდება - ირკვევა, რომ მოკლულის ძმა, სამი წლის წინ მკვლელობისთვის გაასამართლეს.
ადგილობრივები ყვებიან, რომ სამი წლის წინ, რასიმ ისაევის ძმამ თანასოფლელი მოკლა. რაც შეეხება რასიმ გუშინ ჩაცხრილულ ისაევს, მას ადგილობრივები დადებითად ახასიათებენ. მათი თქმით, 40 წლის მამაკაცი მცირე ბიზნესით იყო დაკავებული.
"რასიმის ძმამა, თანასოფლელი მოკლა, სავარაუდოდ შურისძიებაა... თავად რასიმი უპატიოსნესი კაცი იყო, იარაღიც კი არ ჰქონია. რაც შეეხება სამი წლის წინ მომხდარ მკვლელობას, რასიმის ძმამ თანასოფლელი რელიგიურ ნიადაგზე მოკლა"- აცხადებს ადგილობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მკვლელობაში დაკავებული ამ დრომდე არ ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები