სიჭინავამ კორონავირუსის სტატისტიკასა და ინფიცირებულების რეგიონების მიხედვით გადანაწილებაზე დეტალური ანგარიში წარადგინა:
"2 თვიანი ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 16 646 ტესტი, აქედან 11 400 ანტიგენი და 5 246 PCR.
შედეგად, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 169 649-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 141 392-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 576 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში - 339, იმერეთში - 673, ქვემო ქართლში - 419, შიდა ქართლში - 354, გურიაში - 126, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 388, კახეთში - 384, მცხეთა-მთიანეთში - 109, სამცხე-ჯავახეთში - 111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 41.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. მათ შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 963, აჭარაში - 1 015, იმერეთში-1 332. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 123 პირი, მათ შორის, თბილისში - 511, აჭარაში - 158, იმერეთში - 257. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 51, იმერეთში - 48. 3 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 187 - თბილისში,1 858 - აჭარაში, 409 - იმერეთში. 16 067 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 338, აჭარაში - 213, ხოლო იმერეთში - 27.
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 064 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 709 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 017 პირი, აჭარაში - 10 771, იმერეთში - 5 572", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მასალის გამოყენების პირობები






