ფონიჭალაში რასიმ ისაიევი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს - ვინ ესროლა 40 წლის მამაკაცს ჯერჯერობით უცნობია.
თვითმხილველების თქმით, მიმავალი მანქანიდან 5-6 გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, შენიშნეს, რომ მანქანა, საიდანაც გასროლა მოხდა, რუსული სანომრე ნიშნებით გადაადგილდებოდა.
შესაძლებელია შეიარაღებული თავდასხმა ისაევის საქმიანობასთან იყო კავშირში.
თუმცა , არსებობს კიდევ ერთი ვერსია რომლის თანახამადაც , რამდენიმე წლის წინ მისი ძმა მკვლელობის მუხლით დააკავეს და შესაძლოა საქმე შურისძიებას უკავშირდებოდეს.
სასწრაფო დახმარების ლოდინში ისაევის ახლობლები იძულებული გახდნენ მძიმედ დაჭრილი მამაკაცი თავად გადაეყვანათ კლინიკაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ფონიჭალაში დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. შსს-მ გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






