დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საეკლესიო წინამძღვრებს და მრევლს მიმართვას: ვთხოვ ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს, ისევე როგორც მრევლს, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით. სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ.
მისი თქმით, ეკლესიაშიც, ისევე როგორც ყველგან, აუცილებელია, რომ ადამიანები იყვნენ პირბადით და დაიცვან დისტანცია.
„საეკლესიო პირები და ეკლესია გახლავთ ჩვენი საზოგადოების ისეთივე წევრი, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანი, ამიტომ ის ზოგადი რეკომენდაციები, რომ ეკლესიაში და მის გარეთ აუცილებლად ვიყოთ პირბადით, ეს არის აუცილებელი, ეკლესიაში შიგნით თუ გარეთ დავიცვათ დისტანცია - ეს არის აუცილებელი. განსაკუთრებით ახლა, დეკემბერი და იანვარიც იქნება შედარებით მძიმე, რადგან ერთმანეთს ედება ყველანაირი რესპირაციული ინფექცია - იქნება გრიპი, კოვიდი თუ სხვა და მეტი რისკია ამ ტიპის ინფექციების გავრცელების, ამიტომ დისტანცია, ხელების დამუშვება, პირბადე -ყველა ამ ინფექციისთვის ერთი და იგივე პრევენციული ღონისძიებაა,“- განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






