ცხელ ხაზზე კოვიდინფექციასთან დაკავშირებით შემოსულმა ზარებმა იკლო - ეკატერინე ტიკარაძე
COVID-19 - 12:33, 07 Dec, 2020     1053
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ცხელ ხაზზე განხორციელებულ შემცირებულ ზარებსა და სასწრაფო ბრიგადების მოლოდინში განმეორებითი ზარების კლებაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სამედიცინო ჯგუფების დაგვიანების შესახებ ბოლო ორი დღის განმავლობაში პრეტენზია აღარავის გამოუთქვამს:

„ჩვენ პარასკევის მონაცემებით გვქონდა 631 გამოძახება და 488 მომლოდინე ზარი 112-ში. ასევე, ძალიან ხშირი იყო 112-ში განმეორებითი ზარები, სადაც ფიქსირდებოდა ჩვენი მოქალაქეების სურვილი სასწრაფოს დაჩქარებაზე. ასევე, იცით, რომ ჩვენ გვაქვს დამატებითი ცხელი ხაზები, სადაც ვაკვირდებით მოსახლეობის მოთხოვნას, რომლებიც თავიანთ პრეტენზიებს აფიქსირებენ. ბოლო 2 დღის განმავლობაში ცხელ ხაზზე არ შემოსულა დამატებითი მოთხოვნა და პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით და დღეს 9 საათის მონაცემებით, გვქონდა 150 ზარი, საიდანაც კოვიდინფექციის მიმართულებით დაფიქსირებული იყო მხოლოდ 100 შემთხვევა, რომლებიც დღეს დღის განმავლობაში განთავსებიან სტაციონარში.

კოვიდკომპონენტით ჩვენ მოქალაქეებს აქვთ ყველას უფასო მომსახურება, შესაბამისად, აუცილებელია ასეთი ზარი დაფიქსირდეს 1505-ზე, რომ ჩვენ მივიღოთ ეს პრეტენზია მოქალაქისგან და რეგულირების სამსახურს მიეცეს საშუალება, მასზე მოახდინოს მყისიერი რეაგირება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარდა კოვიდკომპონენტისა, საყოველთაო დაზღვევით მათ მომსახურების დიდ ნაწილზე აქვთ უფასო მომსახურება, თუ არ გავითვალისწინებთ დადგენილებებს, სადაც თანაგადახდა არის 10-20-30 პროცენტი და თუ სხვა შემთხვევებშიც დაფიქსირდა კლინიკის მხრიდან გადახდის ან თანაგადახდის მაღალი მარჟის მოთხოვნა, მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, რომ დააფიქსირონ ზარი 1505-ზე და შესაბამისად, გვექნება რეაგირება როგორც რეგულირების სააგენტოდან, ასევე ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკებში ფინანსურ ანაზღაურებას,“ - განაცხადა ტიკარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42