ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში. ავტომობილის მძღოლმა გზაზე მსხვილფეხა პირუტყვი ვერ შენიშნა და დაეჯახა, რის შემდეგაც მან საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მძღოლს პიველადი დახმარება ადგილობრივმა მოსახლეობამ გაუწია, შემდეგ კი ზუგდიდში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოსახლეობის განცხადებით, ამ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება, რადგან გზაზე საგზაო ნიშნები არ დგას და განათებაც არ არის:
,,ვერ დაიცვა წონასწორობა, დაარტყა კამეჩს და მერე დაეჯახა ჭადარს. სასწრაფო დროულად არ მოვიდა და ჩვენ გავუწიეთ დახმარება. არ გადავიყვანეთ გზიდან კამეჩი, რის შედეგადაც მას კიდევ ერთი სამარშრუტო ტაქსი და ავტომობილი შეასკდა,“-ამბობს თვითმხილველი. როგორც მოსახლეობა ამბობს პირუტყვთან შემდეგ ორ შეჯახებას ავტომობილის მძღოლები არ დაუშავებია.
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია
მასალის გამოყენების პირობები






