გუშინ ჩატარებული სასამართლო სხდომის შემდეგ დაკავებულების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პანდემიის პირობებში, როცა სხდომების უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, შაქარაშვილის მკვლელობის საქმე კვირაში 2-ის ნაცვლად, 3-ჯერ განიხილება
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შაქარაშვილის ბიძაშვილი სოციალურ ქსელში ძალიან ემოციურ სტატუსს ავრცელებს, რომელსაც ნიუპოსტი უცვლელად გთავაზობთ:
"გი, შენი მკვლელების ოჯახი და ადვოკატები, მკვლელების უდანაშაულოდ გამოცხადებას ითხოვენ და აქეთ იერიშზე არიან. ძალიან დაგვღალეს, თავიაანთი არაადამიანობითა და პროვინციული განცხადებებით! ან ასეთი ნაშოვნი ფული როგორ უნდა მიიტანოთ ოჯახში, ერთადერთი უდანაშაულო, ჩემი მამიდაშვილი იყო და ისიც მიწაში წევს. ამ ბავშვის ცოდვა ყველას კისერზე იყოს, სამართალს ვერ გაექცევით, ღმერთი მაღალია. მკვლელების მშობლებსა და ადვოკატებს მივმართავ! Beka Nemsitsveridze ვასილ მამულაშვილი Giorgi Gelkhauri სულ რომ სიკვდილის ფასად დაგვიჯდეს, ამ უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს არავის შევარჩენთ! გამწარებული მშობელი არ გინახავთ როგორია და ისე იზამთ ციხე სანატრელი გაგიხდებათ. ძალიან მწარეა, საღსალამათ ბავშვს რომ გაუშვებ და კუბოთი მოგიყვანენ, ვერ ეფერები, ვერ კოცნი და ცივ მიწას აბარებ. მიმიფურთხებია თქვენი დიპლომებისათვის და კაცობისათვის, თქვენ რა ადამიანები ხართ!" - წერს შაქარაშვილის ნათესავი.
მასალის გამოყენების პირობები