საქართველოს ბანკი The Banker-ის მიერ საქართველოში წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:32, 03 Dec, 2020     1329
საერთაშორისო გამოცემა The Banker- მა საქართველოს ბანკი „Bank of the Year Awards 2020” -ის გამარჯვებულად დაასახელა. ჯილდო ბანკს ქვეყნის მასშტაბით წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში მიენიჭა. მსოფლიოს წამყვანი ბანკები სტრატეგიული უპირატესობებისა და მომსახურების ხარისხის მიხედვით შეფასდნენ.

The Banker-ის ჯილდოს მოსაპოვლებლად, ყოველწლიურად განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის განაცხადები ივსება, რაც გამოცემის მაღალ კვალიფიკაციასა და სანდოობაზე მეტყველებს. გამოცემა წლის საუკეთესო ბანკებს მსოფლიოს მასშტაბით 1926 წლიდან ავლენს.

„წლევანდელმა წელმა საბანკო სექტორი სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით საჭირო პროდუქტისა თუ სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების პროცესში ინდუსტრიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. წელს შემფასებლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ბანკები პანდემიის პირობებში მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებას და წარმატებულ ოპერირებას“,- აცხადებენ The Banker-ში

„მოხარული ვართ ჯილდოს მიღებით და აღიარებით. მადლობა ამისთვის The Banker-ს. პირველ რიგში ეს გამარჯვება არის თითოეული იმ თანამშრომლის დაუღალავი შრომის დამსახურება, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მომხმარებელს ხარისხიან და საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს და ქმნის უკეთეს საქართველოს. მადლობა მომხმარებელს, რომ ირჩევს საქართველოს ბანკს და ამით გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ და 2020 წლის გამოწვევების მიუხედავად გავაგრძლოთ მათი მაღალი ხარისხის მომსახურება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42