ქუთაისში მომხდარი გახმაურებული ქურდობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მიკროსაფინანსოდან წაღებული ფულის ნაწილს პოლიცია ვერ პოულობს, ხოლო ერთ ერთი ბრალდებული გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფინანსებდა, მუშებს უგზავნიდა საკვებს და ყიდულობდა სამშენებლო მასალებს.
გახმაურებულ საქეზე პოლციამ ორი პირი დააკავა - ერთი ქუთაისში, მეორე კი - ხელვაჩაურში. მესამემ სავარაუდოდ ქვეყნის დატოვება მოახერხა.
ამოღებულია ის ოქროც, რომელიც საცავიდან გაიტანეს, მაგრამ მოპარული თანხის სოლიდურ ნაწილს სამართალდამცველები ვერ პოულობენ.
უფლებადამცველები უარყოფენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა - გიორგი მეფარიძემ და სერგო ჯავახაძემ - დანაშაული ჩაიდინეს. ამასთან, ისინი საქმეში მესამე პირის არსებობასაც არ ადასტურებენ.
"არ არსებობს არანაირი მტკიცებულება არა თუ მესამე პირთან, არამედ, უკვე დაკავებულებთან მიმართებაში, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე მრავალი წელია, ცდილობს, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, დაეხმაროს ეკლესიას. მისი დახმარება შემოიფარგლებოდა მონასტერზე საკვები პროდუქტების მიწოდებით", - ამბობს ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე.
მასალის გამოყენების პირობები