უზენაესის მოსამართლეების შერჩევისას კითხვის დასმა და მედიის დასწრება იზღუდება - გვრიტიშვილის პროექტი
სამართალი - 20:30, 02 Dec, 2020     1581

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე იუსტიციის საბჭო შეზღუდვებს აწესებს.

დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, საჯარო მოსმენაზე დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. ამის მიზეზად კი, საბჭო კორონავირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას ასახელებს.

"სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომის დარბაზში დამსწრე პირთა ადგილების რაოდენობის, აგრეთვე - ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეზღუდოს საჯარო მოსმენაზე დამსწრე პირთა რაოდენობა. მოსმენის დაწყების შემდეგ დაინტერესებული პირები დარბაზში აღარ დაიშვებიან", - წერია დადგენილებაში.

იზღუდება მედიის წარმომადგენლების მიერ პროცესის გადაღების უფლებაც. ვიდეო და ფოტოგადაღება დასაშვები იქნება მხოლოდ საჯარო მოსმენის დაწყებისას. ამასთან, მცირდება გასაუბრებისას კითხვა-პასუხის დროც.

"საბჭოს წევრს თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისათვის გამოეყოფა დრო - 30 წუთი. საბჭოს წევრის მიერ კანდიდატთან გასაუბრების დროის გაგრძელება დასაშვებია, საბჭოს წევრის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მაგრამ არაუმეტეს ძირითადი დროის ნახევრისა - 15 წუთისა", - ვკითხულობთ დადგენილებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამარლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, დადგენილების პროექტის ავტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილია, რომელიც თავადაც ერთ-ერთი კანდიდატია.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ამ პროექტით, გვრიტიშვილი და სასამართლო "კლანი" პირადად მას უზღუდავს კითხვის დასმის უფლებას, სამაგიეროდ კომფროტს იქმნის საკუთარი თავისა და საკუთარი ფავორიტებისთვის:

"ამ დადგენილების პროექტის ავტორი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას ეხება, არის დიმიტრი გვრიტიშვილი (ან მის კომპიუტერში მომზადდა). ეს პიროვნება თვითონ არის კანდიდატი და გასაუბრებაზეც თვითონ უნდა გამოვიდეს. გამოდის, რომ თავის თავს და სხვა კანდიდატებს უწერს რეგულაციებს", - წერს ნაზი ჯანეზაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42