ლოროგრც ლაბორატორიის ანგარიშშია ნათქვამი, სამთავრობო მედია საშუალების PosTv-ისა და პრორუსული დაჯგუფების "ქართული მარშის" მასალები სოციალური ქსელის მომხმარებელთა მოტყუების გზით ვრცელდებოდა.
DFRlab-მა 30 facebook ჯგუფი, 30 გვერდი და 10 ანგარიში გამოავლინა, რომელთა ადმინებიც ერთი და იგივე პირები იყვნენ. მათი უმრავლესობა კომპლექსურად და შეთანხმებულად ერთი და იგივე წყაროებისთ იმართებოდა.
იმისათვის, რომ საკუთარი იდენტობა არ გამჟღავნებულიყო, ანგარიშები მოგზაურობის, მარკეტინგის, ფილმებისა და ფოტოგრაფიის მიმართ ინტერესს ღად აფქსირებდნენ და კომენტარებში მეგობრებთან დისკუსიაშიც ხშირად შედიოდნენ.
აღნიშნული გვერდები PosTv-სა და "ქართული მარშის" შესახებ სიახლეებს ერთი და იმავე დროის ინტერვალებით აზიარებდნენ, რაც მათ კოორდინირებულ ქმედებაზე მიუთითებს.
ერთ-ერთი ცნობილი სახე PosTv-ის გასართობი გადაცემების წამყვანი ნინო ადამაშვილია (Nino Adamashvili), რომელიც პარალელურად "ქართულ მარშთან" დაკავშირებული ჯგუფების თანაადმინისტრატორია.
"საბოლოო ჯამში, ქსელში შემავალ გვერდებში, ანგარიშებსა და ჯგუფებში შეიმჩნევა თანამშრომლობისა და არაავთენტიკური ქცევის დამადასტურებელი რამდენიმე ასპექტი. საერთო სტრატეგია მიმნდობი და დაუეჭვებელი მომხმარებლების შეტყუება უნდა ყოფილიყო, აპოლიტიკური დასახელებების წყალობით, შემდგომ კი მათთვის PosTv-ისა და ქართული მარშის დღის წესრიგის გასატარებლად, შესაბამისი მასალების მიწოდება", - წერს DFRlab.
დაახლოებით ერთი თვის წინ პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშებისა და ვებგვერდების ქსელიც გამოვლინდა, რომელიც ასევე იყო დაკავშირებული პროსამთავრობო მედია PosTv-სთან.
მასალის გამოყენების პირობები