აქცია #თუიცავ 1 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მონაწილეობისთვის, მძღოლმა პლატფორმაზე უნდა შეამოწმოს მართვის მოწმობის ქულა - 100 ქულის შემთხვევაში, იგი მიიღებს ფასდაკლებას ავტოდაზღვევაზე.
“#თუიცავ კამპანია პირველად 2019 წელს დავიწყეთ და მას მერე, ჩვენი მიზანია წავახალისოთ პასუხისმგებლიანი მძღოლები და წლის განმავლობაში შენარჩუნებული ქულებიდან გამომდინარე, შევთავაზოთ ისეთი ფასდაკლება, რასაც შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს მძღოლის ხარჯები. ვფიქრობთ, რომ პასუხისმგებლიანი მძღოლები ნამდვილად მეტს იმსახურებენ ” - აცხადებენ ალდაგში.
პროექტის ფარგლებში, 100 ქულიან მძღოლს შეუძლია ისარგებლოს ავტოდაზღვევის სრული პაკეტით და დააზღვიოს მანქანა ისეთი ხარჯებისგან, როგორიცაა:
სრული დაზიანება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი, სტიქიურ უბედურებები, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ნაწილობრივი დაზიანება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, 24-საათიანი ავტო ასისტანსი, ლაფეტის მომსახურება.
ალდაგის დაზღვევაზე 30%იანი ფასდაკლება მძღოლებს მისცემს საშუალებას, მინიმალურ ფასად თავი დაიზღვიონ მოულოდნელი ხარჯებისგან მთელი წლის განმავლობაში.
შეამოწმე ქულა და გაიგე, ხარ თუ არა 100 ქულიანი მძღოლი.
მასალის გამოყენების პირობები