ეს წარმატება კი მთლიანად გიორგი სვანიძის თავჯდომარეობის დროს მიღწეულ შედეგებს და ქართველი ბიზნესმენის ახლებულ ხედვებს უკავშირდება - ,,ზეთისხილის საერთაშორისო საბჭომ’’ გიორგი სვანიძის ხელმძღვანელობისას გაფართოების მანამდე არნახულ მასშტაბებს მიაღწია, საბჭოში 7 ახალი ქვეყნა გაწევრიანდა, მათ შორის აღმოსავლეთის ისეთი დიდი ქვეყნები როგორიც უზბეკეთი და აზერბაიჯანია.
"ზეთისხილის საერაშორისო საბჭო’’ 60 წლის წინ ესპანეთის სამეფო ოჯახმა დააფუძნა. საბჭოში მსოფლიოს ის უმსხვილესი ქვეყნებია გაერთიანებული, რომლებსაც ზეთისხილის კულტურის მოყვანისა და წარმოების უდიდესი ტრადიციები და მოცულობები გააჩნია, მაგალითად ესპანეთი, იტალია, მაროკო და საბერძნეთი. ,,ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო’’ მსოფლიოს ზეთისხილის ბიზნესის 97%-ს აკონტროლებს, ეს ორგანიზაცია გასცემს მსოფლიო ბაზარზე ზეთისხილის წარმოებისა და რეალიზაციისთვის აუცილებელ სერტიფიკატებს, ასევე ის ახორცილებს მსოფლიოში ზეთისხილის ტრეიდინგის 74%-ს.
საქართველოსთვის ამ საბჭოს უკვე ზედიზედ მეორე წელს თავჯდომარეობა ახალი პერსპექტივების და ქვეყანის სოფლის მეურნეობაში ახალი კულტურის აღორძინების წინაპირობაა. ქვეყანას ეძლევა უნიკალური შანსი მსოფლიოში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ გახდეს ზეთისხილის წარმოების მესამე ჰაბი და აღმოსავლეთ-აზიის ქვეყნები მოამარაგოს ქართული და ევროპული ზეთისხილით. რაც შეეხება ქვეყნის შეგნით პერსპექტივებს - ზეთისხილის მოყვანა და ზეთის წარმოება გაუთანაბრდება ღვინის, ყურძნისა და თხილის მიმართულებების მოცულობებს, რაც ავტომატურად ნიშნავს გაზრდილ სამუშაო ადგილებს და დასაქმებულ ადამიანებს, ექსპორტისა და ინვესტიციების გაზრდას.
საქართველოს, როგორც მზეთისხილის წარმოების მსოფლიო ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ 10 წლის წინ ,,ქართული ზეთისხლის’’ კომპანია დააფუძნა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, კახეთში, ზეთისხილის პლანტაციები 100 ჰექტარ მიწაზე გააშენა. როგორც აღმოჩნდა, ქართული ზეთისხილი ქართულ მიწაზე განსაკუთრებულად ხარობს და ხარისხით ის სხვა ქვეყნებში წარმოებულ ზეთისხილს სხვადასხვა პარამეტრებით სჯობს. სწორედ ამ ფაქტმა დააინტერესა ,,ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო’’ და ქართულ ზეთისხილს მსოფლიო ბაზარზე ხარისხის უმაღლესი კატეგორიის დამადასტურებელი სერთიფიკატის მინიჭებით მწვანე შუქი აუნთო, რის შემდეგაც, კომპანიამ ქართული ზეთისხილის ექსპორტი დაიწყო. საქართველოში კი ზეთისხილის 100% -იანი იმპორტის წილი, 25%-ით ქართული ზეთისხილით ჩანაცვლდა.
,,ჩემთვის, როგორც ბიზნესმენისთვის, ძალიან დიდი პატივია მეორე წლით იმ ორგანიზაციის თავჯდომარეობა, რომელიც ესპანეთის სამეფო ოჯახმა დააფუძნა და რომელიც მსოფლიოში ზეთისხილის მოყვანისა და ტრეიდინგის ამინდს ქმნის. ამასთან, ძალიან სასიხარულოა, რომ ჩემი თავჯდომარეობის პერიოდს, 2021 წელს, დაემთხვევა საბჭოს 60 წლის იუბილე. რადგან საქართველოა ამ წელს თავჯდომარე ქვეყანაა, იუბილეც სწორედ საქართველოში ჩატარდება. სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება ასამბლეა და საქართველოში 50 ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორი ჩამოვა, ისინი გაეცნობიან ჩვენს ქვეყანას, კულტურას, ზეთისხილის წარმოების პერსპექტივებს, რაც მომავალში, საქართველოში სოლიდური ინვესტიციების მოზიდვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა იქნება’’ - ამბობს გიორგი სვანიძე, რომლის დაფუძნებულ კომპანია ,,ქართულ ზეთისხილში’’ 300 -ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ამ პანდემიისა და შეზღუდვების ფონზეც კი 100 ჰექტარზე გაშენებულ ზეთისხილის ბაღებს უვლიან.
გიორგი სვანიძე მხოლოდ საკუთარი ზეთისხილის ბაღებითა და ზეთის წარმოებით არ შემოიფარგლება. ის ყველა იმ ადამიანსა თუ ორგანიზაციას ეხმარება და კონსულტაციას უწევს, რომელიც ზეთისხილის გაშენებას და ამ დარგის აღორძინებაში საკუთარი წვლილის შეტანას გეგმავს. ადგილზე ეცნობა ზეთისხილის განაშენიანების პროცესს -ამ სფეროში გამოცდილი ადამიანის რჩევები და უბრალოდ გვერდში დგომა ნამდვილად ფასდაუდებელი დახმარებაა დამწყებთათვის.
ასე, რომ თუ აპირებთ ქართული ზეთისხილის აღორძინებას, თუ გეგმავთ ამ უძველესი და მისტიურ-ღვთიური კულტურის გაშენებას, არ დაიზაროთ, ეწვიეთ გიორგი სვანიძის ზეთისხილის ბაღებს სიღნაღში, მიიღეთ რჩევები და ნახეთ ადგილი, საიდანაც ახალი ქართული ისტორია იწყება - ისტორია, თუ როგორ გახდა საქართველო მსოფლიოში ზეთისხილის მესამე ჰაბი.
მასალის გამოყენების პირობები