ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე,საავადმყოფოში ყოფნის დროს ემოციურ ამბავს იხსენებს. იგი ერთ-ერთი ექიმის შესახებ ყვება, რომელიც დაინფიცირდა.
„დიდი ხანია კოვიდამბავი არ მომიყოლია. კლინიკაში როცა ვიწექი, მედიკოსებიდან რამდენიმეს კორონა უკვე გადატანილი ჰქონდა. ერთს ვკითხე, აქ ხომ შეფუთულები ხართ და როგორ გადმოგედოთ-თქო. სრულიად ჩვეულებრივად მომიყვა როგორ გახდა პაციენტი უცებ ცუდად, ეს არ იყო იმ წუთას ჩაცმული და აღჭურვილობის ჩაცმაზე დრო რომ არ დაეკარგა, მიქანდა და დაეხმარა, ასე შიშველი ხელებით. შესაბამისად გადაედო კოვიდ-19.
იმდენად ბუნებრივად მოყვა, რომ მეც ჩვეულებრივად მივიღე. გარდაცვლილი მედიკოსების სტატისტიკას გადავხედე და გამახსენდა ეს ამბავი.
საკუთარი სიცოცხლე გარისკა ადამიანმა და ამას სრულიად ბუნებრივად, ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ რიგითი ექიმები, ექთნები და სანიტრები“,- ყვება თეონა ცხომელიძე.
მასალის გამოყენების პირობები