დღეისათვის, როცა მთელი მსოფლიო ერთდროულადა ჩართული პანდემიასთან ბრძოლაში და ყველა ჩვენგანი მეტი უსაფრთხოებისთვის სახლში დარჩენას ვამჯობინებთ, ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება ონლაინ სივრცე და ინტერნეტის დახმარებით საჭირო სერვისების მიღება. თანამედროვე ტექნოლოგიები კი ნამდვილად გვაძლევს საშუალებას დისტანციურად ვისარგებლოთ უამრავი საჭირო შემოთავაზებით და სახლიდან გაუსვლელადაც მივიღოთ სრულყოფილი, ჩვენზე მორგებული მომსახურება.
ბოლო თვეების განმავლობაში მომხმდარმა ცვლილებებმა უფრო მეტად დაგვრწმუნა, რომ ადამიანებს გვიყვარს სტაბილურობა, სიმშვიდის და დაცულობის შეგრძნება. პანდემიის მიუხედავად, მეტი სიმშვიდის განცდისთვის შეგვიძლია სადაზღვევო სერვისებით ვისარგებლოთ და თუ შესაძლებელია ის რისკები მაინც ავირიდოთ თავიდან, რისი წინასწარ განსაზღვრაც შეგვიძლია. მაინც რისი დაზღვევა შეგვიძლია მეტი სიმშვიდისთვის?
ბინის დაზღვევა
პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ გამონათქვამი „ჩემი სახლი ჩემი ციხე-სიმაგრეა“ უსაფუძვლო არ ყოფილა. ჩვენი სახლი ის ადგილია, სადაც დღის მნიშვნელოვან პერიოდს ვატარებთ და აუცილებელია, რომ აქ თავი უსაფრთხოდ, კომფორტულად და მშვიდად ვიგრძნოთ. მისი ნებისმიერი ფორმით დაზიანება გვაფერხებს როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად. ასეთი მომენტების თავიდან ასარიდებლად კი თიბისი დაზღვევაში ბინის დაზღვევის ნაკრები არსებობს, რომელიც სულ რაღაც 12 ლარიდან იწყება და თქვენს ბინას ისეთი მნიშვნელოვანი რისკებისგან დააზღვევს, როგორიცაა:
· მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება;
· კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი გამოსვლით მიყენებული ზიანი;
· ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი გამოსვლით მიყენებული ზიანი;
· ხანძარი და აფეთქება;
· სტიქიური მოვლენები;
· ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი.
თუ ბინას აქირავებთ, აღნიშნული სადაზღვევო ნაკრები დაგიზღვევთ დამქირავებლის მიერ გამოწვეულ დაზიანებასაც. ამ შემთხვევაში ნაკრების ღირებულება თვეში 15 ლარიდან დაიწყება. ნაკრების საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია დასაზღვევი ფართის სიდიდეზე, ასევე მცირედ იცვლება ფასი, თუ ფართს აქირავებთ. ბინის დაზღვევის კონკრეტული პირობების გასაცნობად და ნაკრების შესაძენად არ არის საჭირო სადაზღვევო კომპანიაში ვიზიტი. თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე მარტივად შეძლებთ თქვენი ბინის დაზღვევას სახლიდან გაუსვლელად.
ონლაინ გადახდა და ანაზღაურება
თიბისი დაზღვევის მულტიფუნქციური ვებგვერდი ონლაინ სერვისების მისაწოდებლად შექმნილი ციფრული პლატფორმაა. ვებგვერდი უმარტივებს მომხმარებლებს სადაზღვევო კომპანიასთან ურთერთობას და დისტანციური სერვისების მრავალფეროვან ჩამონათვალს სთავაზობს.
ერთიანი სივრცე ყველა იმ საჭირო ფუნქციას აერთიანებს, რაც მომხმარებელს კომფორტული, სწრაფი და მარტივი სერვისის მისაღებად სჭირდება. აქ შესაძლებელია სხვადასხვა სახის სადაზღვევო პროდუქტების დისტანიურად შეძენა, პოლისის ყოველთვიური ღირებულების ონლაინ გადახდა და საჭიროების შემთხვევაში, ონლაინ ანაზღაურების მოთხოვნა.
გლობალური პანდემიის პირობებში, როცა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ყველასთვის მთვარი საზრუნავია, ჩვენ ყველას გვჭირდება სტაბილურობის და დაცულობის განცდა, რომლის პოვნაშიც თიბისი დაზღვევა ნამდვილად დაგვეხმარება.
მასალის გამოყენების პირობები