რატომ ავირჩიოთ თიბისი ფეი
ყველასთვის კარგად ნაცნობი თიბისი ფეის სისტემა მომხმარებლისთვის წარმოდგენილია როგორც ვებგვერდის, ასევე მობილური აპლიკაციის სახით, სადაც ყველა სახის გადახდების განხორციელება, მარტივად, ხელის ერთი დაჭერითაა შესაძლებელი.
რისი გადახდა გსურთ? აქ ყველაფერს იპოვით. ეს არის სივრცე, სადაც 1000-მდე სერვისს სწრაფად და მარტივად გადაიხდით. ციფრული პლატფორმა მომხმარებელზე მორგებული, მარტივი ინტერფეისით გამოირჩევა. სისტემაში ყველა ის საჭირო ფუნქციაა გათვალისწინებული, რაც ყოველთვიური გადახდების ორგანიზებულად შესასრულებლად გჭირდებათ.
ციფრულ პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:
· შექმნათ ხშირად გამოყენებული სერვისების შაბლონები და გაიმარტივოთ ყოველი მომდევნო გადახდა;
· ნებისმიერ დროს ამობეჭდოთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
· დაამახსოვროთ საბანკო ბარათი და თავიდან აირიდოთ მონაცემების ყოველ ჯერზე ხელახლა შეყვანა;
· გადახდების ისტორიაში ნახოთ ყველა შესრულებული ტრანზაქცია და ამ გზით უკეთ აკონტროლოთ თქვენი დანახარჯები.
გარდა სტანდარტული სერვისების გადახდისა, აქ შეძლებთ მიიღოთ და გადარიცხოთ თანხა, თანაც კვირის ნებისმიერ დღეს. საბანკო სერვისისგან განსხვავებით, თიბისი ფეიზე ლოდინი არ დაგჭირდებათ - აქ გადახდები მომენტალურად სრულდება. თანხის გადარიცხვა ყველაზე მარტივად სწორედ თიბისი ფეიზეა შესაძლებელი. ამისათვის სულაც არაა საჭირო მიმღები პირის საბაკო რეკვიზიტების და IBAN ანგარიშის ცოდნა - საკმარისია იცოდეთ მისი ბარათის 16-ნიშნა კოდი. თუ ამ ინფორმაციაზეც არ მიგიწვდებათ ხელი, მაშინ კიდევ ორი მარტივი გზა არსებობს თანხის გადასარიცხად - გადარიცხვა პირადი ნომრით და დაბადების თარიღით და გადარიცხვა მობილურის ნომრის მითითებით.
ერთი სივრცე ყველა გადახდისთვის
თიბისი ფეის ციფრულ პლატფორმაზე ყველა კომპანიას იპოვით, რომელთა სერვისებითაც სარგებლობთ. სისტემაში 1000-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი და მათ მიერ შემოთავაზებული სერვისები კატეგორიებადაა დაყოფილი. აქ შეძლებთ მარტივად შეავსოთ მობილურის ბალანსი, გადაიხადოთ სხვადასხვა ფინანსური კომპანიის დავალიანება მათ შორის ლომბარდების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სადაზღვევო კომპანიების; დაფაროთ კომუნალური და სატელეკომუნიკაციო დავალიანებები, გადაიხადოთ ტრანსპორტთან დაკავშირებული ყველა სახის გადასახადი როგორიცაა პარკინგის, პატრულის ჯარიმის თუ ტაქსების კომპანიების გადასახადი; გარდა ამისა შეძლებთ გადაიხადოთ სახელმწიფო სერვისების გადასახადები საჯარო და სამოქალაქო რეესტრის, აღსრულების ერონული ბიუროს და სხვა დაწესებულებების სერვისისთვის.
თიბისი ფეი საშუალებას გაძლევთ საქართველოდან შეასრულოთ ისეთი კომპანიების სერვისების გადახდა როგორებიცაა Google Play, App Store, Itunes, Playstation Store და სხვ. გარდა ამისა, კატეგორიაში „სხვადასხვა“ ნახავთ საქველოქმედო ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს, ამანათების ტრანსპორტირების კომპანიებს და ა.შ.
თიბისი ფეის ციფრული პლატფორმა ყოველდღიური, რუტინული გადახდების შესრულებას მარტივს, სწრაფს და მოსახერხებელს ხდის. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმა - სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ონლაინ ვებგვერდი თუ მობილური აპლიკაცია და ისარგებლეთ ინოვაციური სერვისებით ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ.
მასალის გამოყენების პირობები