29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 17:30, 28 Nov, 2020     1316

ვერძი

სერიოზული დღეა, რომელიც სულიერ განახლებას, გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობის გადახალისებას და ინფორმაციის მიღებას უკავშირდება. ვერძმა ქალებმა პარტნიორის არჩევისას მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ. გამორიცხული არაა, რომ საკუთარი არჩევანით იმედგაცრუებული დარჩეთ. მამაკაცმა ვერძებმა ყურადღება საქმის დაწყების წინ უნდა გამოიჩინონ. შესაძლოა, ამ დღეს რაღაც ისეთი მოხდეს, რაც თქვენს საქმეებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

კურო

ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას. პროდუქტების შეძენისას ყურადღება მათ ხარისხს მიაქციეთ და არა რაოდენობას. უარი თქვით დაკონსერვებულ პროდუქტებზე, ტკბილეულსა და ცხოველური წარმოშობის ცხიმებზე. უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭეთ.

ტყუპები

შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ, თუმცა სერიოზული არაფერია. ეს შეიძლება უბრალო გაციება იყოს. კარგი იქნება, თუ ამ დღეს სახლში, სითბოში გაატარებთ. ეცადეთ, კვებაში ზომიერება დაიცვათ.

კირჩხიბი

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. თავი შეიკავეთ დაკონსერვებული პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ცხიმების მიღებისგან. ამ დღეს თქვენს რაციონში ხილი და ბოსტნეული უნდა ჭარბობდეს.

ლომი

დაძაბული დღეა. სამსახურში პრობლემები და უფროსთან მცირე გაუგებრობა გელით. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დაუფიქრებელი სიტყვა შეიძლება დიდ სკანდალად იქცეს. ადამიანებთან ურთიერთობის დროს, ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ.

ქალწული

ეს დღე კოსმიურ ენერგიებს, მკურნალობასა და წინასწარმეტყველებას უკავშირდება. ცოლქმრული კავშირი მყარდება და სტაბილური ხდება. შესაძლოა, საკუთარ თავში განსაკუთრებული უნარები აღმოაჩინოთ. სავარაუდოდ, წინასწარმეტყველურ სიზმარს ნახავთ.

სასწორი

კრიტიკული დღეა, როცა სამომავლო გეგმების შედგენისგან თავი უნდა შეიკავოთ. სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ. ეცადეთ, კამათში არ ჩაერიოთ, რადგან ეს, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

მორიელი

მშვენიერი დღეა ძველი კავშირების განახლებისა და ურთიერთობების აღდგენისთვის. სულიერად გაწონასწორებული და მშვიდი ხართ, თუმცა შორსმიმავალი გეგმების შედგენა არ ღირს. ნუ გამოიჩენთ ამპარტავნებას და უარს ნუ იტყვით ადამიანების დახმარებაზე. მამაკაცებმა მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ქალებს - ცოლებს, დედებს, დებსა და ქალიშვილებს.

მშვილდოსანი

ეს დღე კოსმოსური ენერგიის მიღებას, მკურნალობასა და წინასწარმეტყველებას უკავშირდება. დღის პირველ ნახევარში ვარსკვლავები ნებისმიერ, თუნდაც სარისკო საქმეში წარმატებას გპირდებიან. წარმატება გელით მგზავრობაში, ახალ ნაცნობობაში და ძველ მეგობრებთან შეხვედრებში. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან გულახდილი საუბრებისგან თავი შეიკავოთ.

თხის რქა

რთული დღეა, რომელიც აუხდენელ ოცნებებსა და ცრუ მოლოდინებს უკავშირდება. გამორიცხული არაა, რომ პირად ცხოვრებაში შეცდომები და იმედგაცრუება გელით. იყავით საკუთარი თავის მიმართ მეტად კრიტიკული და ახლობლების მიმართ უფრო სამართლიანი. გირჩევთ, ინტიმურ ურთიერთობებში პარტნიორის მიმართ ნაკლებად პრეტენზიული იყოთ და ერიდეთ სარისკო გადაწყვეტილებებს, რომელთა გამო დიდხანს ინანებთ. გაითვალისწინეთ, რომ ყვავილები სიზმარში კარგის ნიშანია, კატა კი - პირიქით.

მერწყული

ამ დღეს ნაკლები აქტიურობა გმართებთ. მშვენიერი დღეა კონფლიქტური სიტუაციების მოსაგვარებლად. დღის მეორე ნახევარი ახლობელ ადამიანებთან, ოჯახთან და ბავშვებთან ურთიერთობას მიუძღვენით. შესაძლოა, ვიღაცის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ძველი კავშირების აღსადგენად. შესაძლოა, მდიდარი ფანტაზიის მქონე თევზებმა საკუთარი მიღწევებით გარშემომყოფები გააოცოთ. გამორიცხული არაა, რომ ახალი, პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი სამსახურიდან შეთავაზება მიიღოთ. ხელსაყრელი დღეა პირადი და საქმიანი პაემნებისა და მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42