"მეტს ვეღარ მოვითმენ...სად იყავით ხალნო მე რომ სიცხით ვიწვებოდი, ყნოსვა და გემო რომ არ მქონდა" - ინდირა ჯგერენაია
სოც.მედია - 12:46, 28 Nov, 2020     22283
კორონაპანდემიით აღშფოთებული მომღერალი ინდირა ჯგერნაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს."ნიუპოსტი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“კარგა ხანს ვიყავი ჩუმად კოვიდ 19-ზე, უბრალოდ მეტს ვეღარ მოვითმენდი, უნდა მეთქვა. მჯერა და ვიცი, რომ არსებობს, დაუდასტურდა რამოდენიმე ჩემს ნაცნობს, მაგრამ რაა მერე?

ადამიანები ჩვეულებრივ უსიმპტომოდ გრძნობენ თავს, დაღლილები არიან უბრალოდ თეთრხალათიანებით, რომლებიც ფსიქოლოგიურად ცდილობენ, რომ დაამუშაონ საწყალი ხალხი.

სად იყავით, ხალხო, პანიკაში, მე რომ იანვარში გვერდები მტკიოდა, სიცხით ვიწვებოდი, არც ყნოსვა მქონდა და არც გემო.

ჩემი შვილი ორივე ახალი წელი საავადმყოფოში მშრალი ხველითა და 40 ტემპერატურით მოხვდა. ზუსტად ორ კვირაში დედაჩემი იგივე სიმპტომებით. ეს სწორედ ის პერიოდია, საზღვრები რომ ღია იყო და ჩინეთში რომ მძვინვარებდა.

ვინ მეტყვის ან ვინ გამოგვიკვლევს, რომ არ გადავიტანეთ?

ჩემს ნაცნობებს, ვისაც კარანტინში ვესაუბრები, ერთ ტაბლეტ წამალსაც არ ასმევენ იმიტომ, რომ არიან უსიმპტომოები!

დასკვნა: კორონა არ კლავს, თუ ხარ ჯანმრთელი და თუკი სხვა დაავადება აქვს ადამიანს, თავადვე უნდა გაფრთხილდეს. ხომ გინდოდათ, რომ გვესწავლა კორონასთან ცხოვრება? ჰოდა, ვისწავლეთ. ის დაჯდეს სახლში, ვისი იმუნიტეტიც სუსტია და მართლა ძალიანაც ნუ მოგინდებათ ამ ხალხის დაჩლუნგება.

შევწუხდით ,მოგვბეზრდა , გვაცადეთ ნორმალური ცხოვრება!

ჩემმა საკუთარმა დამ შვედეთში კორონიან ადამიანთან ერთად ერთ სივრცეში იმუშავა. მეც ვიყავი გარკვეული პერიოდი პანიკაში, სანამ გავერკვეოდი ბევრ რამეში. შვედეთმა არც თავიდან არ დაკეტა, არც კი შეიმჩნია ეს ვირუსი. მართლა სად ვცხოვრობთ, ხალხო, რატო ხართ ჩუმად?

დეგრადიულები ავტომატურად მიიბლოკებით, თქვენი განათლების ნერვი არ მაქვს!” – წერს მომღერალი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42