მცხეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანა 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა - მაშველებმა მტკვრიდან 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას, საგანგებო მართვის სამხახური ავრცელებს.
"რამდენიმესაათიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა წყლის ფსკერზე, ავტომობილში მყოფი 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით, მყვინთავებმა კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 3-ვე ცხედარი წყლიდან უკვე ამოასვენეს. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც",- ნათქვამია საგანგებოს ინფორმაციაში.
მცხეთაში საძიებო სამუშაოები დასრულებულია. პროცესში 15 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები