შეუმცირდეს საჯარო მოხეელებს ხელფასი - ჯანგირაშვილის პეტიციას ოპოზიცია და NGO-ები უერთდებიან
სოც.მედია - 15:23, 27 Nov, 2020     1384

ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში შეიზღუდოს ხელფასები და დაიზოგოს ხალხის მიერ გადახდილი გადასახდები. ჯანგირაშვილის პეტიციას ოპოზიციას უერთდება.

ჟურნალისტი მომავალი 6 თვის მანძილზე საჯარო მოხელეების ხელფასის 1000 ლარამდე შემცირებას ითხოვს.

"საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილი გაკოტრდა, მათ ცხოვრებაში არის ტრაგედია, ადამიანები კარგავენ სახლს, სამსახურს, ყველაფერს. და მეორე ნაწილი ეს საერთოდ არ შეხებია. საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ცხოვრობს მეორე ნაწილის ბედნიერებისთვის, მონათმფლობელობაა. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ცვლილებები ბიუჯეტში და მომავალი 6 თვის მანძილზე მაინც შეამციროს, ეს იქნება სამართლიანი, მორალური, კანონიერი - შეამციროს საჯარო მოხელეების ხელფასი, აქ არ ვგულისხმობ პედაგოგს და პოლიციელს, ვგულისხმობ, სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელფასის მაქსიმუმი ზღვარი უნდა დაწესდეს. ამ ტიპის სოციალური უთანასწორობა, ამ მასშტაბის უსამართლობას მოქალაქეები ვერ გადაიტანენ, თუ გვიჭირს გავიჭირვოთ ყველამ ერთად," - ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" შემდეგ ნინო ჯანგირაშვილის ინიციატივას უერთდებიან სხვა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და ხელს აწერენ პეტიციას.

ასევე სამოქალაქო პლატფორმა"20/20"-ის თავმჯდომარე, ვასო ურუშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა უნდა გაატაროს, რაც გულისხმობს მაღალი თანამდებობის პირების ხელფასების და მათი პირადი კომფორტის ზონის შეკვეცას და შემცირებას, რაც გათვლილია პიარზე, მივლინენებზე და სხვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42