ლოლა წერეთელი, ყოფილი ქმრის ყოფილ ცოლს ლიკას დაუმეგობრდა.
ორივე ყოფილი ქმრის გვარს ატარებენ. მათი თქმით, დამეგობრებას ხელი ლაკა წერეთელის ვაჟმა რატიმ შეუწყო, რომელთანაც ლოლას მეგობრული ურთიერთობა აქვს.
ლაკა წერეთელი ივენთ-მენეჯერია, შესაბამისად ის და ლოლა ერთობლივ პროექტებსაც ახორციელებენ.
გიორგი წერეთლის ყოფილმა ცოლებმა ერთმანეთი წელს ქობულეთში გაიცნეს.
“რატისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, წელს ქობულეთში ვმუშაობდი და იქ იყო რატიც. დამირეკა და მითხრა, დედაჩემი მაღაზიებში დადის, ცოტა ხანი გამოგივლიო. ორი წელი არ მყავდა ნანახი რატი და გამეხარდა, სწორედ იმ დღეს გავიცანი ლაკა და დავმეგობრდით,
მე ყოველთვის მინდოდა ლაკას გაცნობა, არც მანამდე ყოფილა ისეთი გარემოება, რომ არ გვემეგობრა, უბრალოდ თავისი დრო აქვს ყველაფერს” – განაცხადა ლოლამ გადაცემაში "სიკეთე მარტივია".
თავად ლაკა წერეთელის თქმით, მისი და ლოლას დამეგობრება რატის დამსახურებაა.
ლოლა და ლაკა წერეთლებმა ერთად აღნიშნეს ლაკას დაბადების დღე, ყოფილი ქმრის ყოფილი ცოლის დაბადების დღეზე, ლოლამ კონცერტი ჩაატარა, სადაც მანდილოსნებმა ერთად იმღერეს კიდეც.
მასალის გამოყენების პირობები