"მარტივი ოპერაცია ჩემთვის გრაგედია გახდა ... რვა მილიარდი ადამიანიდან ის აღმოვაჩინე და ამ არჩევანს, რომ კარგავ ძალიან მძიმეა "-ალექსანდრე კვიტაშვილის პირველი ინტერვიუ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ
სოც.მედია - 11:31, 26 Nov, 2020     2850

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის , ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის , მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ანას­ტა­სია ოს­ტრო­კო­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ლეტალურად დას­რულ­და.

მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კვიტაიშვილი პირველად ალაპარაკდა ამ მძიმე თემაზე.

მისი თქმით, ძალიან მძიმე და მტკივნეულია მასზე საუბარი, რადგან რვა მილიარდი ადამიანიდან ანასტასია აღმოაჩინა და ეს არჩევანი დაკარგა.

"იშ­ვი­ა­თად, რომ ფე­ის­ბუქ­ზე რამე დავ­წე­რო, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მე რამე მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. 35 წლის ასაკ­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და ვარ­ჯი­შობ­და, მძი­მე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­და რომ გა­მო­სუ­ლი­ყო მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ძა­ლას იკ­რებ­და და მი­ლი­ონ გეგ­მას ალა­გებ­და. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­რე­კავ­და, მწერ­და, მი­სამ­ძიმ­რებ­და, ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ეს მო­მენ­ტიც. ოპე­რა­ცი­ის დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვისა­უბ­რებ, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ იყო ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი ოპე­რა­ცია, თა­ვად შე­ვარ­ჩი­ეთ თა­რი­ღი ოპე­რა­ცი­ის და ექი­მიც. თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ის დროს გაჩ­ნდა პრობ­ლე­მა და ამას მოყ­ვა გარ­თუ­ლე­ბა. ნაღ­ვლის ბუშ­ტში ჰქონ­და კენ­ჭი და უნდა ამო­ეკ­ვე­თათ. 40 წუ­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ამა­ში ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ­დით. ხდე­ბა ასე­თი რა­ღა­ცე­ბი, რაც ჩემ­თვის ტრა­გე­დია აღ­მოჩ­ნდა.

არ იყო ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გე, მე­გო­ნა უფრო მედგრად ვიქ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. რო­დე­საც 2015 წელს მამა გარ­და­იც­ვა­ლა, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, მაგ­რამ მშო­ბელს არ ირ­ჩევ. ეს იყო ჩემი რჩე­უ­ლი, რვა მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი­დან აღ­მო­ვა­ჩი­ნე და ამ არ­ჩე­ვანს რომ კარ­გავ ძა­ლი­ან მძი­მეა.

9 ოქ­ტომ­ბრი­დან ერთი თვე სა­ა­ვად­მო­ფო­ში იწვა, ყო­ველ­დღე მივ­დი­ო­დი და მას­თან ვი­ჯე­ქი და იქი­დან ვმუ­შა­ობ­დი ჩემი კომ­პი­უ­ტე­რით, პა­ლა­ტა­ში. არა­ნა­ი­რი წი­ნათ­გრძნო­ბა არ ჰქონ­და. სხვა კლი­ნი­კა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ და ამაღ­ლე­ბულ ხა­სი­ათ­ზე იყო, მოს­წონ­და ახა­ლი პა­ლა­ტა. მა­ღა­ზი­ა­ში ვი­ყა­ვი, რა­ღაც და­მა­ბა­რა და ვყი­დუ­ლობ­დი, ექიმ­მა რომ და­მი­რე­კა, სას­წრა­ფო ოპე­რა­ცი­ა­ზე შეგვყავ­სო, რად­გან ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა და­ე­წყო.

მა­საც ვე­სა­უბ­რე, მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ ყო­ველ პა­რას­კევს რა­ღაც მსგავ­სი ხდე­ბო­და. ორი-სამი სა­ა­თი გრძელ­დე­ბო­და ოპე­რა­ცია, შემ­დეგ 10-12 სა­ა­თი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში დარ­ჩა და ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ახლა სა­ში­ნე­ლია, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით. დი­ლას რომ იღ­ვი­ძებ და გგო­ნია, არა­რე­ა­ლო­ბაა და რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბი. კო­ვი­დის პე­რი­ოდ­ში 24 სა­ა­თი სულ ერ­თად ვი­ყა­ვი, არა­და მა­ნამ­დე ხში­რად მი­წევ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა. ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა იზო­ლა­ცია, გვიკ­ვირ­და, სულ ერ­თად ვართ და რო­გორ არ ვჩხუ­ბობ­თო.

ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო, მაგ­რამ ამ სი­ლა­მა­ზის უკან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. მძი­მე სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში გა­ი­ზარ­და, მამა არ ჰყავ­და. მა­მა­მი­სი იყო ეთი­ო­პი­ი­დან და სამ­ხედ­რო საქ­მეს სწავ­ლობ­და უკ­რა­ი­ნა­ში. სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს გა­იწ­ვი­ეს და შემ­დეგ გა­ირ­კვა წლე­ბის შემ­დეგ და იქ გარ­და­იც­ვა­ლა. დედა ზრდი­და ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ოდ­ში, ად­რე­ულ ასაკ­ში უწევ­და ფი­ზი­კუ­რი მუ­შა­ო­ბა და თა­ვად მი­აღ­წია ყვე­ლა­ფერს. ერ­თმა­ნე­თი უკ­რა­ი­ნა­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ვი­ცა­ნით. ურ­თი­ერ­თო­ბა მას შემ­დეგ და­ვი­წყეთ, რაც სა­მი­ნის­ტრო­დან წა­მო­ვე­დი" -ამბობს ექსმინისტრი გადაცემა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში".

ცნო­ბის­თვის, წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი უკ­რა­ი­ნა­ში გა­იც­ნო და 2018 წელს იქორ­წი­ნეს. სან­დრო კვი­ტაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად მუ­შა­ობ­და (2014-2015 წლებ­ში). უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და ასე­ვე ანას­ტა­სია ოს­ტროვ­სკაც. შემ­დეგ კი ორ­გა­ნი­ზა­ცია CMI-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­ლდათ და კონ­ფლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობ­და. წყვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობ­და და საქ­მი­ა­ნობ­და. ანას­ტა­სია ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის­თვის მე­ო­რე მე­უღ­ლე გახ­ლდათ.

სან­დრო კვი­ტაშ­ვი­ლის პირველი მეუღლე ნი­კოლ ჟორ­და­ნი­ა­ზე გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც ვაჟი, ნი­კო­ლო­ზი ჰყავს. ნი­კო­ლი მენ­შე­ვი­კუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის, ნოე ჟორ­და­ნი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი და რე­ჯებ ჟორ­და­ნი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლავთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42