ძებნის პროცესი უსაშველოდ რომ არ გაიწელოს და დრო ისეთი ობიექტების დათვალიერებაში არ დაკარგოთ, რომელიც საერთოდ არ მიესადაგება თქვენს მოთხოვნებს, თავიდნავე სწორად უნდა მიუდგეთ საკითხს. „საქმის კარგი დასაწყისი, საქმის ნახევარიაო“ - ალბათ გაგიგიათ, ჰოდა, თავიდანვე რომ ისეთ ონლაინ პორტალს „დაუმეგობრდებით“, რომელიც სრულყოფილ ინფორმაციას გაწვდით უძრავი ქონების შესახებ, ზედმეტი იმედგაცრუებები გამორიცხულია.
რაში გვეხმარება Area.ge?
უძრავი ქონების ყველაზე დიდი ონლაინ პლატფორმა Area.ge დაგეხმარებათ, თქვენთვის მოსახერხებელ დროს მოძებნოთ სასურველი სახლი, აგარაკი, თუ კომერციული ფართი.
არეაზე წარმოდგენილია გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების ყველაზე დიდი არჩევანი. განცხადებები შედგენილია იმის გათვალისწინებით, თუ რით შეიძლება დაინტერესდეს მაძიებელი და შესაბამისად, შესაძლო კითხვებზე პასუხები განცხადებაშივეა „ჩადებული“.
ბინის ქირაობას აპირებ, კომერციულ ფართს ეძებ ბიზნესის გასაფართოებლად თუ ოცნების სახლს ახალი ცხოვრების დასაწყებად - ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ეწვიოთ Area.ge-ს მონიშნოთ თქვენს ინტერესებში არსებული მახასიათებლები და გადაეშვათ მრავალფეროვანი განცხადებების მორევში.
რა უპირატესობებს გვთავაზობს Area.ge?
არ გაკმაყოფილებთ უკვე აშენებული სახლი და ბინას მშენებარე ან ახალაშენებულ კორპუსში ეძებთ? არც ეს არაა პრობლემა... არეაზე წარმოდგენილია დეველოპერული კომპანიების თითქმის სრული სპექტრი. თითოეულ განცხადებაში დაწვრილებითაა მოცემული ყველა ინფორმაცია, რითაც შეიძლება დაინტერსედეთ - ეს იქნება ეზოს მოწყობა, გამწვანება, პარკინგი, მშენებლობის ხარისხი, სამშენებლო მასალები თუ სხვა.
თუ ბინის შესაძენად იპოთეკური სესხის აღება გჭირდებათ, მაშინ საქმე მოსასწრებად გაქვთ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დეველოპერული ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით მოქალაქის მიერ აღებული იპოთეკური სესხის 4 %-მდე განაკვეთს სახელმწიფო დაფარავს 5 წლის ვადით.
ჰოდა, ნუ დაყოვნებთ, ისარგებლეთ შემთხვევით! Area.ge კი თავის მხრივ იმ ბინების ფართო არჩევანსაც გთავაზობთ, რომელიც აკმაყოფილებს სუბსიდირების პროგრამას.
შეგახსენებთ, რომ Area.ge-ზე სესხის მოთხოვნა ონლაინაა შესაძლებელი. სესხის მოთხოვნის დისტანციურად გაგზავნის შემდეგ, ერთ სამუშაო დღეში დაგიკავშირდებათ საქართველოს ბანკის წარმომადგენელი, შეგითანხმებთ დეტალებს და დაასრულებს სესხის აღებასთან დაკავშირებულ პროცედურებს.
როგორც უკვე მიხვდით Area.ge-სთან ერთად ყველაფერი გამოდის! ჰოდა, ეწვიეთ საიტს Area.ge და მარტივად მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.
მასალის გამოყენების პირობები