მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის დედა ამბობს, რომ მისი შვილის მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიოზაციაზე თავდასხმის მოტივი სიდუხჭირეა.
"ჩემს შვილს ამის გაკეთებისკენ სიდუხჭირემ და გაჭირვებამ უბიძგა. როდესაც ლევანი ასეთ გაუბედურებელ და გაღატაკებულ ხალხს ხედავდა, ძალიან განიცდიდა", - თქვა მედიასთან ლამარა ტერელაძემ.
მისი თქმით, ლევან ზურაბაშვილის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობდა.
„მე არ მინახავს, რა ხდებოდა ბანკში. როგორც მითხრეს, როდესაც ლევანი ბანკში შევიდა, ყველას უთხრა, ვისაც გინდათ წადითო. ლევანს იქ არავინ დაუკავებია, ხალხი ხუმრობდა, იცინოდა და სადაც უნდოდა იქ გადიოდა. ჩემს შვილს ამის გაკეთებისკენ სიდუხჭირემ და გაჭირვებამ უბიძგა. როდესაც ლევანი ასეთ გაუბედურებელ და გაღატაკებულ ხალხს ხედავდა, ძალიან განიცდიდა, ვეუბნებოდი შენ ხომ არ ხარ პირველი მერცხალი, გამოჩნდება ადამიანი, ვინც მიხედავს საქართველოს-თქო. პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არანაირად არ არსებობდა, მე დედა ვარ და ჩემს შვილს კიდევ გავაკეთებინებდი ასეთ რამეს? ლევანს ისეთი მეგობრები ჰყავს, ყველა გვერდით დაუდგებოდა. მე ვფიქრობდი, რომ ჩემს შვილს გამოუშვებდნენ, გირაოს გადავიხდიდით და გვერდით დავუდგებოდით მეც და მისი მეგობრებიც“, - განაცხადა ლამარა ტერელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






