22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 16:36, 21 Nov, 2020     1390

ვერძი

შესაძლოა, თქვენი ენერგიულობა და მიზანსწრაფულობა პარტნიორმა არასწორად გაიგოს. სავარაუდოდ, ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ, მაგრამ ეს გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობას გაგირთულებთ. გირჩევთ, შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდეთ.

კურო

ამ დღეს მოსალოდნელია სულიერი გაუწონასწორებლობა და ხასიათის ცვალებადობა. ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და ნეგატიური ემოციები მოთოკოთ. სანამ თამამი პროექტების განხორციელებას შეუდგებით, ძველი საქმეები უნდა მოაგვაროთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას. თავს კომფორტულად მხოლოდ სახლში ან მეგობრებთან იგრძნობთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მოსალოდნელია ძვირად ღირებული შენაძენი ან რემონტი. თავი ხელში აიყვანეთ და ნეგატიური ემოციები დაიოკეთ. ეცადეთ, გამონახოთ დრო სუფთა ჰაერზე სეირნობისა და ფიზიკური ვარჯიშისთვის, თუმცა ეცადეთ, არ გაცივდეთ და არ გადაიღალოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს უკიდურესად ნერვიული და გაღიზიანებული ხართ. ისწავლეთ საკუთარი ემოციების მართვა. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევას. გამორიცხული არაა, რომ რაღაც დროით ოჯახი თქვენთვის მეორეხარისხოვანი გახდეს და ჯანმრთელობის პრობლემებიც შეგექმნათ, ამიტომ ეცადეთ, ეს დღე სახლში გაატაროთ. ცხელი ჩაი ლიმონით და საინტერესო წიგნი - აი, რაც ამჟამად ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ლომი

რთული დღეა. შესაძლოა, თქვენმა ნებისმიერმა ქმედებამ გარშემომყოფთა წინააღმდეგობა და აგრესია გამოიწვიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ცოტა ხნით აქტიურობა შეაჩეროთ და ახლობელი ადამიანების მიმართ ნაკლები პრეტენზიები გამოთქვათ.

ქალწული

პოზიტიური დღეა. სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ხართ. შესაძლოა, ჩანაფიქრის განხორციელება შეძლოთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა თბილი და ურთიერთგაგებაზე დამყარებულია. ამჟამად, არაკეთილმოსურნეებიც ნაკლებად გიტევენ.

სასწორი

მოსალოდნელია უსიამოვნო სიურპრიზები. ეცადეთ, თქვენი გეგმებისა და ჩანაფიქრის შესახებ ხმამაღლა არ ილაპარაკოთ. ამიტომ ყველაზე კარგი იქნება, თუ ამ დღეს სახლში გაატარებთ და შეხვედრებს მომავალი კვირისთვის გადადებთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისა და გარემოს შეცვლისთვის. ოჯახური საქმეები საღამოსთვის გადაიტანეთ და გარეთ გადით. დღის პირველი ნახევარი სეირნობასა და პატარა მოგზაურობას დაუთმეთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს სითბო და მზრუნველობა არ მოაკლოთ. მთლიანობაში, ამ დღემ სასიამოვნო მოგონებები უნდა დაგიტოვოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ამ დღეს საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ და ჩანაფიქრის განხორციელება შეძლოთ. არსებობს თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა, თუმცა სარისკო მოქმედებებისგან თავი უნდა შეიკავოთ. თქვენმა გულუბრყვილობამ და მიმნდობმა ხასიათმა შეიძლება დაგაზარალოთ.

თხის რქა

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა - მხიარული და ენერგიით სავსე ხართ. ეს სიყვარულის, ზნეობრივი განწმენდისა და საღი აზრის ვნებებზე გამარჯვების დღეა. შესაძლოა, წინა პერიოდის დაძაბული შრომის შედეგი მიიღოთ. ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავეთ. თქვენი თავშეკავება და გონიერება აუცილებლად დაფასდება.

მერწყული

ამ დღის დევიზი და წარმატების გასაღები შრომისმოყვარეობასა და კეთილსინდისიერებაში მდგომარეობს. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, საჩუქარი ან წარმატებული შენაძენი. შესაძლოა, გაცილებით ხელსაყრელი სამსახური შემოგთავაზონ. მოსალოდნელია ძველ სიყვარულთან რომანტიკული პაემანი. თქვენგან საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან, მაგრამ ნუ იჩქარებთ, თუ ქორწინებისა და თავისუფლების შეზღუდვისთვის მზად არ ხართ.

თევზები

ეს დღე ინფორმაციის მიღებას, დაგროვებასა და გადამუშავებას უკავშირდება. შოპინგისგან თავის შეკავებას გირჩევთ, რადგან შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ. მოსალოდნელია ინფორმაცია, რომელიც თქვენს პროფესიულ მოღვაწეობაზე გავლენას მოახდენს. შესაძლოა, სევდა, აპათია და უკმაყოფილება იგრძნოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ ოჯახში წინააღმდეგობამ და გაუგებრობამ თავი იჩინოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42