ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ სვირში ადგილობრივმა მამაკაცმა ინტერნეტის გადამცემ ე.წ. ანძას ცეცხლი წაუკიდა.
აღნიშნულ ადგილას „სილქნეტის“ და „ბილაინის“ მოწყობილობები იყო განთავსებული.
მამაკაცი ირწმუნება, რომ მის სახლთან მდებარე ამ მოწყობილობებიდან ძლიერი დასხივება ვრცელდება.
„ამბობდა, რომ მასიხვებსო. არ ვიცით, რეალურად, რატომ გააკეთა. ახლა ინტერნეტი ცუდად მუშაობს“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
კომპანია „სილქნეტში“ აცხადებენ, რომ მომხდარის გამო მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიწოდება მინიმალურად შეიზღუდა, ადგილზე შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ და ხარვეზი მალე სრულად გამოსწორდება.
50 წლამდე მამაკაცი პოლიციამ დააკავა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
შენიშვნა: აღნიშნულ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები