ჯორჯ კლუნიმ 14 უახლოეს მეგობარს მილიონ-მილიონი დოლარი დაურიგა
სოც.მედია - 16:44, 18 Nov, 2020     3738

59 წლის მსახიობმა, ჯორჯ კლუნიმ, 2013 წელს თავის 14 უახლოეს მეგობარს, მათ მიმართ გამოხატული მადლიერების ნიშნად, მილიონ-მილიონი დოლარი გადასცა.

"უბრალოდ, ვიფიქრე, რომ თუ ქუჩაში გავლისას ავტობუსი დამარტყამდა, ისინი ანდერძით მაინც გაინაწილებდნენ ჩემს ქონებას. ასე რომ, რა საჭირო იყო, ავტობუსის დარტყმას დავლოდებოდი?", — ამბობს კლუნი.

კლუნის საუკეთესო მეგობარი და მსახიობის კუთვნილ ფირმა „Casamigos-ის ბიზნესპარტნიორი, რენდი გერბერი, პირველი იყო, ვინც ამბის შესახებ მოჰყვა. მისი თქმით, ოსკაროსანმა მსახიობმა ყველა მეგობარი ვახშმად მიიწვია და თითოეულ მათგანს ჩემოდანი გადასცა. როგორც აღმოჩნდა, ჩემოდანში $1 მილიონი ნაღდი ფული იყო.

კლუნის თქმით, იმ დროისათვის მას ცოლი ან შვილები არ ჰყავდა და არ ეგონა, თუკი ოდესმე ოჯახი ექნებოდა.

"და მე ვიფიქრე, რაც ნამდვილად გამაჩნია, ეს ის ადამიანები არიან, ვინც უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში ასე თუ ისე მეხმარებოდნენ. როცა სულიერად გატეხილი ვიყავი, მათ დივნებზე მეძინა. როცა არაფერი გამაჩნდა, ისინი მაძლევდნენ ფულს. ამ წლების განმავლობაში ისინიც მეხმარებოდნენ და მეც ვეხმარებოდი მათ... და ვთქვი, მათ გარეშე, ეს ყველაფერი არ მექნებოდა".

საკუთარი პირადი ცხოვრებისადმი პესიმისტური დამოკიდებულების მიუხედავად, მსახიობი 2014 წელს ადვოკატ ამალ ალამუდინზე დაქორწინდა, 2017 წელს კი წყვილს ტყუპი — ალექსანდერი და ელა — შეეძინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42