კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში და მთელ მსოფლიოში დღითიდღე იზრდება.
შესაბამისად დაინფიცირებულია როგორც ცნობილი, ასევე უცნობი ადამიანები. განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან ტელეკომპანიის თამაშრომლები. დაინფიცირებულები არიან ჟურნალისტები: მანიკა ასათიანი, ეკა გაგუა, გიორგი გაბუნია და სხვები.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დაინფიცირებულთა შორის არის რუსთავი 2-ის ორი პოპულარული წამყვანი მაია ასათიანი და შორენა ბეგაშვილი.
“პრაიმამბები” “პროფილის” და “შორენას ეფექტის” პროდუსერებს, ნიკოლოზ ხაჩიძეს დაუკავშირდა.
– ნიკოლოზ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია ასათიანი და შორენა ბეგაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდნენ…
– არასწორი ინფორმაციაა ეს. მაიას დაბალი სიცხე ჰქონდა, სთორიც დადო ინსტაგრამის პირად გვერდზე, მაგრამ ტესტი გაიკეთა და უარყოფითი პასუხი მოუვიდა.
რაც შეეხება შორენას, ის ჯანმრთელად არის, არანაირი ვირუსი არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები