"ქურდბაცაცაა , ძვირფასეულობა მომპარა და ლომბარდში ჩააბარა" - ნინა წკრიალაშვილს მეგობარმა მამაკაცმა უჩივლა
სოც.მედია - 11:33, 17 Nov, 2020     50972
ყველაზე სკანდალური, ეპატაჟური და სუპერ სექსუალური მომღერალი , ნინა წკრილაშვილი ,ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრშია და მისი ცხოვრება ყოველთვის განხილვის საგანია საზოგადოებისთვის . თუმცა , ნინა უკვე წელიწადზე მეტია საჯაროდ აღარ გამოჩენილა.

ნინა ბოლოს სატელევიზიო გადაცემაში ია ფარულავას „ფარულ კონვერტში“ გამოჩნდა, სადაც მის ყოფილ მეგობარ მამაკაცზე, ბიზნესმენ გია შელეგიაზე სკანდალური განცხადება გააკეთა.

გადაცემაში სტუმრობისას, ნინამ თქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც გადაცემის ეთერში გასვლამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა, მას სწორედ გია შელეგიამ გაუვრცელა და მისი სიყვარულის ისტორიის შესახებაც ისაუბრა.

„ამ ადამიანთან მე მქონდა ურთიერთობა, რომელიც სკანდალურად დავასრულეთ, მისი ტყუილების გამო. მართლა მეგონა, ცხოვრებაში ამდენი იმიტომ ვიწვალე, რომ შევხვედროდი ამ ადამიანს. მეგონა ის იყო მამა, ბიძა, მთელი სულით და გულით ვენდობოდი. მეგონა მორჩა, დაიწყო მშვიდი ცხოვრება ჩემს ცხოვრებაში.

ყველას ეგონა რომ ფულის გამო ვიყავი მასთან, მაგრამ ასე არ იყო. პირველად ვიგრძენი ცხოვრებაში, რომ ვიყავი ქალი. მეგონა მყავს ადამიანი, რომელსაც შემიძლია ბოლომდე ვენდო, მოვეშვი. მანებივრებდა ძალიან.

ძალიან დიდ პატივს ვცემდი, მეხვეწებოდა მისგან შვილი გამეჩინა. ამ ასაკში რამოდენიმე თვის გაცნობილ ადამიანთან შვილი გააჩინო რთულია. კიდევ კარგი ზურგის ტვინი მაქვს ამოქმედებული. ძალიან ვმეგობრობდით, ჩემი ყველა პრობლემის შესახებ იცოდა. ურთიერთობიდან ზუსტად ერთ წელში გავიგე, რომ მისგან ორსულად იყო სხვა ქალი. ცხოვრების ბოლო იმედი დამენგრა“ – ყვებოდა მომღერალი გადაცემაში.

ნინამ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ პოლიციას არ ჰქონდა პირდაპირი მტკიცებულებები იმის, რომ ვიდეო გია შელეგიამ გაუვრცელა, თუმცა იმედი დაიტოვა რომ მოვიდოდა დრო, როცა ეს ოფიციალურად დადასტურდებოდა.

რა ეტაპზეა დღეს საქმის გამოძიება, ამის გასარკვევადპრაიმამბები“ გია შელეგიას დაუკავშირდა . ინტერვიუს თავაზობთ უცვლელად :

– რად მინდოდა მე ეგ ვიდეო, რომელი პოლიტიკოსი ნინა წკრიალაშვილი მყავს? მოსკოვში ვიყავი, როცა დამირეკეს და ეს ამბავი მითხრეს. გავგიჟდი. შემდეგ პოლიციაში მივედი და გამომკითხეს. სუდი (სასამართლო) ჩატარდა, ახლა სააპელაციო სასამართლო განიხილავს საქმეს და მოვითხოვ, ნინა წკრიალაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში ბოდიში მომიხადოს ამ ცილისწამებისთვის.

ქურდბაცაცაა მაგი, მაგან მომპარა რაღაცეები და მერე ჩაუბარებია ლობარდში. მოატანინეს პოლიციელებმა. იქ დევს ჩემი ნივთები როგორც ნივთმტკიცებულება.

ის ტყუილი და საზიზღრობა, როგორ მაკადრა. ეს ვინ ყოფილა? ვიცოდი ღირსების ორდენოსანი ქალი იყო და ეს რა გამიკეთა.

ცნობილია, რომ ნინას თქვენც უჩივლეთ, რაზე უჩივლეთ, რის მოპარვას აბრალებთ?

– ოთხკარატიანი ბრილიანტის პერსენი მქონდა, დამეკარგა და მერე უცებ გაჩნდა სახლში, ოღონდ თვალი აღარ ჰქონდა. კიდევ „როლექსის“ საათი და „არმანის“ საკოლექციო სათვალე მომპარა.

რითი ამტკიცებთ რომ ნინა გპარავდათ ამ ნივთებს?

– სხვა არავინ არ მოდიოდა ჩემთან. მოატანინეს მერე ის ნივთები, თურმე ლომბარდში ჩაუბარებია. ყვირის მაჩუქაო, არ მიჩუქებია. როცა ვუჩივლე ირმა ჭკადუა აიყვანა ადვოკატად და ამბობდა, მაგას ვანახებ სეირსო.

მოვითხოვ ბოდიში მომიხადოს და ყველაფერი დამიბრუნოს რაც ჩემგან აქვს. რამდენიმე დღის წინ, მაგის ადვოკატმა დამირეკა, მითხრა, იქნებ მოვრიგდეთო, ნივთებს დაგიბრუნებთო, ის ნივთები, რაც პოლიციაში დევს, ისედაც დამიბრუნდება, მე მინდა ყველაფერი დამიბრუნოს რაც ჩემგან მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42