გახმაურებული მკვლელობა თემქაზე - საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს
სამართალი - 14:54, 16 Nov, 2020     1250
თბილისის საქალაქო სასამართლოში თემქაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ნიკა ნარიმანიძისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანა უთიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ პატიმრობას , დაცვის მხარე კი მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ საზარელი მკვლელობა თემქაზე 14 ნოემბერს მოხდა - დანაშაულში ეჭვმიტანილმა ნიკა ნარიმანიძემ პარტია "კანონი და სამართლის" წევრის ლევან შაბურიშვილის სახლში ყელი გამოჭრა მის მეგობარს მიშო მელიქიშვილს და ბინის მეპატრონის მკვლელობაც სცადა. ყელის არეში დაჭრილმა შაბურიშვილმა თავს გაქცევით უშველა, ნარიმანიძემ კი დანაშაულის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინა.

ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მასთან ერთად აიყვანეს მისი მეგობარი გოგონაც, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ნარიმანიძესთან ერთად იმყოფებოდა. გამოძიება მას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკა ნარიმანიძე წარსულში რამდენჯერმემ არის ნასამართლევი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42