"საყვარელო ბებო, არასწორად კარნახობთ თქვენს შვილიშვილს…“ – მასწავლებელი ონლაინ გაკვეთილიდან
სოც.მედია - 14:50, 16 Nov, 2020     1490

პედაგოგი ნინო გიორგაძე სოციალურ ქსელში ონლაინ გაკვეთილებზე საუბრობს, რომელსაც edu.aris.ge ავრცელებს.


"სამი დღეა, შემაჯამებლებს ვწერთ, ვწერთ, ვწერთ და ისევ ვწერთ.

სამი დღეა, დამამშვიდებლებს ვსვამ, ვსვამ და ისევ ვსვამ.

გუშინწინ, გუშინ, დღეს ტყუპისცალებივით დაემსგავსნენ ერთმანეთს.

გუშინაც…
გუშინწინაც…
დღესაც…

1)

მე: ბავშვებო, მოემზადეთ! თქვენ უნდა შეასრულოთ შემაჯამებელი სამუშაო და 1 საათში გადმომიგზავნოთ ნაშრომი!
ის: აუ, მასწ, ჩემი ტელეფონი ჭედავს.
მე: კომპიუტერით იმუშავე.
ის: კომპიუტერთან ჩემი და ზის.
მე: ლეპტოპი გაქვს?
ის: მასწ, ლეპტოპით დედა მუშაობს.

p.s. დედა ვაიძულეთ, შვილისთვის ლეპტოპი დაეთმო.

2)

გაგრძელება…

ის/ისინი: მასწ, თიმსი მაგდებს და ძლივს შემოვდივარ.
მე: ნუ ნერვიულობ, დამსწრეთა სიას თვალს ვადევნებ და მოწვევას გამოგიგზავნი.

p.s. სად იყო და სად არა, თიმსმა მეც ამახვევინა გაკვეთილიდან ))))
დიდი წვალების შემდეგ ძლივს ვბრუნდები ვირტუალურ საკლასო ოთახში.

3)

სანამ მე პროგრამას ვებრძოდი და პროგრამა მე მებრძოდა, მასწავლებლის გარეშე დარჩენილ კლასში მიმდინარეობს დისკუსია, კონსილიუმი:
– არა, ბიჭო, ეგ არაა სწორი.
– შენ მასწავლი?
– თუ დამიჯერებ, დამიჯერე, თუ არა, საკუთარ თავს დააბრალე.
– ბიჭო, რა ვიცი, ყველა ასე ამბობს, დარაჯობსო. “სდარაჯობს” რა უბედურებაა.

უცბად:

– გაჩუმდით, მასწავლებელი დაბრუნდა!
– ჩჩჩუუუუუ!
– სუ, სუ, სსსს!

4)

10 წუთის შემდეგ:

მე: საყვარელო ბებო, არასწორად კარნახობთ თქვენს შვილიშვილს, ეგ ფორმა არ უნდა გაესწორებინა.

ბებო: უი, მე მეუბნება? ისმის, ბიჭო, ჩემი ხმა? ვერ გამორთე მიკრ….. (მიკროფონი გამოირთო!)

5)

იწურება 1 საათი…
– მასწ, ვერ ვაგზავნიიიიი…
– მას, სად გამოვაგზავნოოოოო…
– ნინო მასწ, აქამდე ვაგზავნიდი, ახლა – რა ხდება, არ ვიცი
– აუ, ვინც ეს თიმსი მოიგონა, თფუ!
– აუ, სკოლა მომენატრა.
– მას, მიშველეეეეეეთ…

34 ბავშვი ერთად (ერთად!)ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად (სწრაფად!), მიიღოს ჩემგან ამომწურავი პასუხი.

6)

დავალებას ტვირთავენ.
ახლა მე ჩავყურებ მობილურის ეკრანს და 3-ჯერ 34 ნაშრომს ვასწორებ.

p.s. ქმარ-შვილი მამუნათებს, დღესაც შემწვარი კვერცხი უნდა გვაჭამოო?" - წერს იგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42