"ვინც სტადიონზე ბლატებით მოხვდა ყველა ნაგავია.. ან რომ გაჰკივის ზურა ერთიაო, რომელი ადამიანია ორი? გაგვეშვით თქვენი მახინჯი ღირებულებებით" - პატარაია ქეთი დოლიძეს
სოც.მედია - 11:25, 16 Nov, 2020     2240
უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია რეჟისორ ქეთი დოლიძის ფეისბუქსტატუსსა და კომენტარს ეხმაურება, რომელმაც სოციალურ ქსელში ზურა ყიფშიძეს მხარდასაჭერი პოსტი მიუძღვნა და საზოგადოებას მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, გუშინდელ საფეხბურთო მატჩს სახელისუფლებო ელიტის გარდა, ასევე მსახიობი ზურა ყიფშიძეც ესწრებოდა, რამაც ფეხბურთის ქომაგთა შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
პატრაია სოციალურ ქსელში, Facebook-ის პირად გვერდზე , აქვეყნებს სტატუსს. თქმით, ყველა ვინც გუშინ სტადიონზე ბლატებით მოხვდა ყველა ნაგავია:
"რა გაგვიწყალა გული ამ ქალმა ხან "კუკარაჩათი", ხან რობიკოთი და ხან ზურათი? პატივისცემა დაჟინებული მოთხოვნით არ მოიპოვება. ან რომ გაჰკივის ზურა ერთიაო, რომელი ადამიანია ორი? ტეხავს საკუთარ თავზე შეყვარებულობა. ნუ წაიღეთ ტვინი "სახალხო არტისტებმა". ოდესღაც რაღაც კარგი შეგიქმნიათ, მაგრამ ახლა ვეღარაფერს ქმნით ღირებულს - ჩამორჩით დროს. და იმიტომ კი არ ჩამორჩით, რომ ასაკი მოგემატათ, არა, იმიტომ ჩამორჩით, რომ "წითელ ინწელიგენციას" ვერ გასცდა თქვენი აზროვნება და ღირებულებები, რომლის მიხედვითაც ზურა ყიფშიძე ფეხბურთის გულითად გულშემატკივარზე მეტია. გაგვეშვით თქვენი მახინჯი სავოკური ღირებულებებით: ვინც გუშინ სტადიონზე ბლატებით შევიდა, ყველა ნაგავია! საქართველოში ბლატები, "ნარუშილოვკები" და პრივილეგიები უკვე სირცხვილია!" - წერს პატარაია. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ნოემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა, რომელთანაც ანგარიშით – 0:1 დამარცხდა. თამაში დინამო არენაზე გაიმართა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, მატჩი გულშტემატკივართა გარეშე ჩატარდა. მიუხედავად უეფა-ს რეკომენდაციისა, საქართველოს მთავრობამ გულშემატკივარი მოედანზე არ დაუშვა. ისინი ეროვნულ ნაკრებს სტადიონის გარეთ გულშემატკივრობდნენ. ახლა კი, გთავაზობთ ქეთი დოლიძის კომენტარის სქრინშოტს, რასაც ბაია პატარაიას პოსტი მოჰყვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42