16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 16:36, 15 Nov, 2020     2990

ვერძი

დღის პირველ ნახევარში წარმატება გელით, თუმცა იმ საქმეს, რაც არ იცით, არ უნდა შეეჭიდოთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ. მეტისმეტმა თავდაჯერებულობამ შეიძლება დღის მეორე ნახევარში პრობლემები შეგიქმნათ. შესანიშნავი დღეა ახალი კონტაქტებისა და შეხვედრებისთვის. კარგი იქნება, თუ საღამოს სახლისგან მოშორებით, მეგობრების წრეში გაატარებთ.

კურო

თქვენს ახლობლებს რთული და პრობლემური დღე ელით. ეცადეთ, რომ მარტო საკუთარი ინტერესებითა და საყვარელი საქმიანობით არ დაკავდეთ და ურთიერთობისთვის დრო გამონახოთ. იფიქრეთ ახლობლებზე, რომლებსაც თქვენი უყურადღებობა აწუხებთ.

ტყუპები

ეცადეთ, თქვენთვის ჩვეული კეთილშობილება გამოიჩინოთ და შურიან ადამიანს, რომელიც თქვენს დაზარალებას ცდილობდა, იგივეთი არ უპასუხოთ. ამით გარშემომყოფთა თვალში მხოლოდ ამაღლდებით. პროფესიულ საქმიანობაში ცვლილებები გელით. ნუ გაუშვებთ ინიციატივას ხელიდან და არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხიოთ.

კირჩხიბი

დათრგუნული და გაღიზიანებული ხართ. ეცადეთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ამ დღეს მოსალოდნელია ცვლილებები და ახალი ნაცნობობა. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ერიდეთ უსიამოვნო კონტაქტებს.

ლომი

ამ დღეს წარმატება გელით, თუმცა საკუთარი და პარტნიორების შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ უნდა შეაფასოთ. მეტისმეტმა თავდაჯერებულობამ ან პირიქით, ყოყმანმა შეიძლება ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები შეგიქმნათ. გამორიცხული არაა ოჯახური კონფლიქტები. გირჩევთ, საღამო სახლის გარეთ - მეგობრებთან ან თეატრში გაატაროთ. ეს საშუალებას მოგცემთ, თავი აარიდოთ კამათს, რომელიც ახლობელ ადამიანთან ურთიერთობას გაგიფუჭებთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა კონტაქტებისა და შეხვედრებისთვის. კარგი იქნება, თუ საღამოს სახლის გარეთ, მეგობრებთან გაატარებთ. ამჟამად ყველაზე მეტად სწორედ ეს გჭირდებათ.

სასწორი

კრიტიკული დღეა. შესაძლოა, დაღლილობა, გაღიზიანება და უკმაყოფილება იგრძნოთ. მოსალოდნელია კამათი და დაპირისპირება. ყურადღება მიაქციეთ თქვენს უარყოფით თვისებებს - სიჯიუტეს, თავდაჯერებულობას, უხეშობას და ეცადეთ, შეიცვალოთ.

მორიელი

გაორებული, წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია საუბარი ადამიანებთან, რომლებზეც დამოკიდებული ხართ. შედეგი შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ. ამ დღეს სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიში და სუფთა ჰაერზე სეირნობა.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციისთვის. ვარსკვლავები შემოსავალს გპირდებიან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპრომისის პოვნას მოახერხებთ. გამორიცხული არაა, რომ ახალი პარტნიორები ან გავლენიანი მფარველები გამოგიჩნდეთ. შესაძლოა, შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ, მაგრამ სიჯიუტემ საქმე გაგირთულოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. ის ყველაზე სწორ გამოსავალს გაპოვნინებთ.

თხის რქა

ამ დღეს დიდია იმის ალბათობა, რომ ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ, თუმცა არა ხანგრძლივი დროით. გამორიცხული არაა, რომ თქვენი რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეირყეს.

მერწყული

სიყვარულის, პატიებისა და შენდობის დღეა. გირჩევთ ეკლესიაში წახვიდეთ. აპატიეთ მათ, ვინც გაწყენინათ და ითხოვეთ პატიება მათგან, ვისაც აწყენინეთ. მამაკაცმა მერწყულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე კონცენტრირებით ახლობლებს გააღიზიანებენ.

თევზები

ეს დღე შეიძლება რაღაც გაუგებრობამ ან უფროს ნათესავებთან კამათმა გაართულოს. ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ. იყავით კეთილგონიერი. ახლობლების კეთილი რჩევები დაგეხმარებათ. შეუფერებელი დღეა უძრავი ქონების ან ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ხმაურიან კომპანიებსა და უჩვეულო გარემოს. მაღალია უბედური შემთხვევის რისკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42