ექსკლუზივი: "მიშოს ყელი ჰქონდა გამოჭრილი, სისხლი სდიოდა, ამ კაცმა მეც დამჭრა, გოგო კი მაკავებდა"- სასტიკი მკვლელობის ცოცხალი მოწმე შემზარავ ღამეს იხსენებს
კრიმინალი - 19:42, 14 Nov, 2020     5070
"ნიუპოსტის" ექსკლუზივი - თბილისში თემქაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ოქროს მოწმე, დაზარალებული ლევან შაბურაშვილი, სისხლიანი ღამის დეტალებს პირველად ჰყვება.

პარტია "კანონი და სამართალის" წევრი, ამბობს, რომ მის მეგობარს, 36 წლის მიშო მელიქიშვილს ყელი, ნაცნობმა ნიკა ნარიმანიძემ გამოჭრა.

დაზარალებული ამბობს, რომ 40 წლის კაცმა, მისი თავიდან მოშორებაც სცადა და ყელზე დანა დაუსვა, თუმცა მან ნასვამი მამაკაცის მოგერიება შეძლო და საშველად მეზობლებს დაუძახა.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ქალს, ლევან შაბიურიშვილი ამბობს, რომ ის დანაშაულის თანამონაწილეა. მეტიც, როცა დაჭრილი საშველად მეზობლებთან გასვლას ცდილობდა, ბრალდებული ქალი მას აკავებდა.

"გუშინ, ჩემმა მეგობარმა, მიშომ ნებართვა მთხოვა, შეიძლებოდა თუ არა ჩემს საცხოვრებელ სახლში, მისი მეგობარი ნიკა ნარიმანიძე ამოსულიყო. ბუნებრივია დავთანხმდი, ეს კაცი მალევე ამოვიდა და ლუდის სმა დაიწყეს. მას თან გოგო ახლდა, გაგვაცნო როგორც მისი მეგობარი ქალი, ეს გოგო, მალევე წავიდა, ნიკამ გააცილა, თვითონ კი ისევ ამობრუნდა ჩვენთან. რადგან კომენდანტის საათი იყო, სტუმარს ვუმასპინძლე და ნება დავრთე დარჩენილიყო. მათ დალევა გააგრძელეს. მე რახან დილით ადრე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი, დასაძინებლად წავედი. ამასობაში კარების ხმა გავიგე - ეს გოგო ისევ ამობრუნდა...

რამდენიმე წუთში, ყვირილის ხმა გავიგე - მიშო მეძახდა ლევან... წამოვხტი, შუქები ჩამქრალი იყო, "ლოჯში" მიშოს ცხედარი ეგდო! გადავაბრუნე, ყელი ჰქონდა გამოჭრილი. ნიკამ უკან ხელი მომხვია და ყელზე დანა გამომისვა, მისი შეკავება შევძელი, დანა წავართვი და დავაგდე.

ვყვიროდი, შველას ვითხოვდი, ეს გოგო კი მაჩუმებდა და მაკავებდა. ის ჩვეულებრივი მკვლელია, მისი გვარი არ ვიცი. ანის ეძახდა.

ღვთის წყალობით, ორივეს დაუსხლტდდი. კაცი გამომეკიდა, მეზობლები არ შეყარო, მთვრალი ხარ უბრალოდო... მეჯიკავებოდა. არ მახსოვს, როგორ აღვმოვჩნდდი მესამე სართულზე არ ვიცი! ეს აუბრუნებულა და ჩემს სახლში კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი გაუჩენია"- ამბობს "ნიუპოსტთან" შაბურაშვილი.

ავტორი: დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42