ქეი ეფ სი საქართველო, რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს. კომპანიამ თბილისში კიდევ ერთი, მერვე ობიექტი გახსნა.
ქეი ეფ სი-ს ახალი რესტორანი სტუმრებს ჰიპერმარკეტ გუდვილის ტერიტორიაზე უმასპინძლებს.
KFC (Kentucky Fried Chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული, საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) ჰარლამ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საქართველოში ქეი ეფ სი-ს რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს, კომპანია ყოველწლიურად და კოვიდ ვითარების მიუხედავად განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შემნას.
დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ გუდვილში არსებული ქეი ეფ სი-ს რესტორანი გათვლილია 100-მდე სტუმარზე. სახელმწიფო რეგულაციების გათვალისწინებით რესტორანი იმუშავებს ყოველდღიურად 10 საათიდან - 21 საათამდე , ხოლო მიტანის სერვისით სარგებლობა 03:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
ქეი ეფ სი-ს რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
ქეი იფ სი-ს მისამართებია:
· „ისანი მოლი“ ნავთლუღის 8ა
· „სითი მოლი“ ხიზაბრავის 1
· „სითი მოლი“ ქავთარაძის 1
· ჭავჭავაძის 26
· „გალერია თბილისი“ რუსთაველის 2/4
· გამრეკელის 2
· „ისთ ფოინთი’ ალ. თვალჭრელიძის 2
· დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზირი 1
მასალის გამოყენების პირობები